დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ზეკოტასა და ურთხვაში, ასევე დაბა სურამში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრებით სახელდების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.143.016027 |
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ზეკოტასა და ურთხვაში, ასევე დაბა სურამში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრებით სახელდების თაობაზე
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2026 წლის 08 მაისის N93710 ინიციატივა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ზეკოტასა და ურთხვაში, ასევე დაბა სურამში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრებით სახელდების თაობაზე, რომელსაც ელექტრონული სახით ერთვის შემოთავაზებული სახელწოდებები და გეოგრაფიული მონაცემების ამსახველი სიტუაციური რუკები, რომელიც შექმნილია ორთოფოტოზე დეგიტალიზაციის მეთოდით, აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიიდან მოწოდებული ინფორმაციით არცერთი გეოგრაფიული ობიექტი არ არის სახელდებული.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. განხორციელდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ზეკოტასა და ურთხვაში, ასევე დაბა სურამში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდება არაბული ციფრებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ელექტრონული დანართების შესაბამისად. 2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას. 3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge -ზე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით, ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის. ხაშური, კოსტავას ქ. №15 საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები