„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 37/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017231
37/ნ
13/07/2026
ვებგვერდი, 13/07/2026
470230000.22.035.017231
„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №37/ნ

2026 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-133/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2020, 470230000.22.035.016824) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბავშვის დაბადების მოწმობა და შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მეორე მშობლის მიერ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ;“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საჯარო მოსამსახურეს შვებულების ანაზღაურება ასევე შეიძლება მიეცეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.“.

3. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საჯარო მოსამსახურეს (ბავშვის მშობელს), რომელიც უვლის ბავშვს და მასთან მიმართებით არ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობის საფუძველი (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თავისი მოთხოვნით, ეძლევა შვებულება ბავშვის მოვლის გამო ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ამასთან, საჯარო მოსამსახურეს (ბავშვის მამას) ბავშვის მოვლის გამო შვებულების დღეებიდან აუნაზღაურდება 90 კალენდარული დღე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის დედას არ უსარგებლია ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულებით სრულად. ახალშობილის დედის მიერ ანაზღაურებადი შვებულებიდან შვებულების გარკვეული ნაწილის გამოყენების შემთხვევაში, ბავშვის მამას ბავშვის მოვლის გამო შვებულება აუნაზღაურდება დედის მიერ ანაზღაურებადი შვებულების გამოუყენებელი დღეების პროპორციულად, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა.“.

4. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო მოსამსახურე შვებულების ანაზღაურების მისაღებად საჯარო დაწესებულებას წარუდგენს საავადმყოფო ფურცელს, ხოლო ამ წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში  ბავშვის დაბადების მოწმობასა და შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას მეორე მშობლის მიერ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ.“;

ბ) მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბავშვის დაბადების თარიღიდან გასულია 6 თვე;“.

მუხლი 2

საჯარო მოსამსახურეს, რომელსაც ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის უფლება წარმოეშვა ამ ბრძანების ამოქმედებამდე, შვებულება მიეცემა ამ ბრძანებით დადგენილი წესით.

მუხლი 3

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე