დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №362 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 310 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400010020.10.003.025859 |
310
06/07/2026
ვებგვერდი, 07/07/2026
400010020.10.003.025859
„საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №362 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №362 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/10/2024, 400010020.10.003.024757) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე – კომიტეტის წევრი; თ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფისა და საიდენტიფიკაციო სერვისების სამმართველოს უფროსი – კომიტეტის წევრი;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 23 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები