ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.129.016487
15
03/07/2026
ვებგვერდი, 09/07/2026
010250050.35.129.016487
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №15

2026 წლის 3 ივლისი

ქ. ჭიათურა

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის  მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის თანდართული დებულება (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ოქტომბრის №23 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 10/10/2019; სარეგისტრაციო კოდი:  010250050.35.129.016332).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  2026 წლის 1 აგვისტოდან.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი



დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური

ინსპექციის სამსახურის დებულება


მუხლი 1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური
1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური  (შემდგომში – მუნიციპალური ინსპექცია) წარმოადგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ჭიათურის მუნიციპალიტეტის (შემდგომ – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებისა და სხვა კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

3. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას.

4 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

5. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.

6. მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი ან/და მერის დავალებით მერის ერთ-ერთი მოადგილე.


მუხლი 2. მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის  ფუნქციები და  მიმართულებები
1. მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის  ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება მშენებლობის ისეთ სახეზე, რომელიც საჭიროებს შეთანხმებას ან/და ნებართვას; ზედამხედველობის პროცესში კონტროლი პროექტის განხორციელებისა და დადგენილი ნორმების დაცვის მიზნით, სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოსწორების შესრულების კონტროლი;

ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე კონტროლი და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში რეაგირება;

გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული წესით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან/და დაზიანებული საარჩევნო პლაკატების გამოვლენის, ასევე დადგენილ ვადაში სააგიტაციო მასალის ჩამოუხსნელობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება;

დ) საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების განთავსების კონტროლი და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვის საქმისწარმოება;

ე) ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატური კოორდინაცია სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის მიზნით;

ვ) რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლაციის შესაბამისობაზე კონტროლი;

ზ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმების მქონე მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციებისა და სტელაჟების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა და მათზე რეაგირება;

თ) სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებისათვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების საეტაპო ოქმების შემოწმება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში უნებართვო გარე ვაჭრობის საკითხების დარეგულირება, უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტის გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება;

კ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირისგან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღება.

2. მუნიციპალური ინსპექცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე საქმეს აწარმოებს:

ა) საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას, შესაბამისი სახდელის დადების მიზნით, უფლებამოსილი პირი ამზადებს სამართლებრივი აქტის პროექტს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით;

ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ნარჩენების მართვის კოდექსითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევაზე, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მიხედვით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მიკუთვნებულ საკითხებზე  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.


მუხლი 3. მუნიციპალური ინსპექციის  სამსახურის უფლებები და მოვალეობები
1. ამ დებულებითა და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სპეციალისტები, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები;

ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის  სამსახური კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით განახორციელოს შემოწმებები;

გ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალური ინსპექციის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალური ინსპექციის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;

ვ) განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები დადგენილ ვადებში;

ზ) კანონმდებლობით მინიჭებული სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის ფარგლებში მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია:

ზ.ა) სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას სამართალდარღვევის ფაქტზე დამრღვევის მიმართ გასცეს მითითება, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად;

ზ.ბ) მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში, ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ;

ზ.გ) უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობა, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე;

ზ.დ) შემოწმების აქტის შედგენიდან 1 თვის ვადაში (მოტივირებული საფუძვლის არსებობისას ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით) მერს წარუდგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე;

თ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის, პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში;

ი) განახორციელოს ზედამხედველობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოავლინოს შემდეგი სამართალდარღვევის ფაქტები:

ი.ა) სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა;

ი.ბ) მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა;

ი.გ) მიწათსარგებლობის საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა;

ი.დ) სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა;

ი.ე) მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის, შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა;

ი.ვ) ავტოსადგურის ფუნქციონირება განსაკუთრებული რეგულირების ზონაში თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი წესების დარღვევით;

ი.ზ) სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, ბაღებში, სკვერებში, გაზონებში, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გატანა-გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა;

ი.თ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა;

ი.ი) თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება ან თვითნებური შეცვლა;

ი.კ) თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება;

ი.ლ) ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას;

ი.მ) საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა;

ი.ნ) გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე;

ი.ო) რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა, მათ შორის, არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება);

ი.პ) ობიექტების დაპროექტებისას და მშენებლობისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის საჭიროებისა და მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა;

კ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს ზედამხედველობას ნარჩენების მართვის კოდექსის საფუძველზე მოცემულ კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებაში:

კ.ა) მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება;

კ.ბ) სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება;

კ.გ) შლამისებრი ნარჩენი ნივთიერებებით – ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება;

კ.დ) ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება;

კ.ე) ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა;

კ.ვ) სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შეცვლა;

კ.ზ) კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენის მოთხოვნების დარღვევა;

ლ) პრევენციის მიზნით ახორციელებს უნებართვო გარე ვაჭრობის მონიტორინგს და სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედებს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;

მ) მოთხოვნის შესაბამისად სათანადო ვადებში უზრუნველყოფს ინფორმაციის წარდგენას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერთან;

ნ) საჭიროების შემთხვევაში ერთჯერადი კონსულტაციისათვის იწვევს უწყებისა და ორგანიზაციათა წარმომადგენლებს, მეცნიერებს, სპეციალისტებს, ექსპერტებს;

ო) ახორციელებს დასრულებული მშენებლობის (შენობა-ნაგებობის ან/და ნაგებობის ვარგისად აღიარებისათვის შესაბამის ქმედებებს (შემოწმება, სანებართვო პირობებთან, ნებართვასთან და პროექტთან შესაბამისობის დადასტურება)) და ამზადებს მშენებლობა დასრულებული ობიექტის ვარგისად აღიარების შესახებ ბრძანების პროექტს ან/და ვარგისად აღიარების შესახებ უარის პროექტს;

პ) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები: რაცია, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვების, ასევე სპეციალური მაშუქი და ხმოვანი მოწყობილობები, დასალუქი საშუალებები. ისარგებლოს სპეციალური უნიფორმით, ლოგოთი და ავტოსატრანსპორტო საშუალებით;

ჟ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების წესების დაცვასა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირებაზე ზედამხედველობა;

რ) პარკირების ადგილების უნებართვოდ დაკავების, პარკირების მოსაკრებლის გადახდის წესის დარღვევისა და პარკირების სფეროში მოქმედი სხვა კანონმდებლობის შესრულების კონტროლი;

ს) ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის ნებისმიერ დროს განახორციელოს ინსპექტირება;

ტ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე და მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მიიღოს და დაამუშაოს მონაცემთა ბაზა შესაბამის დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობით;

უ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 4. მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ექსპლუატაციის განყოფილება
1. მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის  შემადგენლობაში შედის ექსპლუატაციის განყოფილება, რომელიც წარმოადგენს სამსახურის მეორად სტრუქტურულ ერთეულს.

2. ექსპლუატაციის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.

3. ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოხელეებს შორის;

ბ) ახორციელებს განყოფილების საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას და მონიტორინგს;

გ) ვიზირებას უკეთებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების საქმიანობის შესახებ.

4. ექსპლუატაციის განყოფილების საჯარო მოხელეები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ:  

ა) სამშენებლო სამართადარღვევის ოქმის შედგენას და დაჯარიმებას;

ბ) დასრულებული სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლას და კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას;

გ) ობიექტის ადგილზე დათვალიერებას და მის შესაბამისობას სანებართვო პირობებთან, დამტკიცებულ პროექტსა და სამშენებლო ნორმებთან;

დ) მშენებლობის პროცესში წარმოებული საეტაპო ოქმებისა და ლაბორატორიული დასკვნების ანალიზს;

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სარეკლამო ბანერების კონტროლს და მათ ზედამხედველობას  კანონის შესაბამისად;

ვ) უსახური და ამორტიზებული შენობა-ნაგებობების გამოვლენას, მათ მდგომარეობაზე კონტროლსა და ზედამხედველობას;

ზ) ექსპლუატაციაში მიღების შესახებ მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის ან მოტივირებული უარის მომზადებას;

თ) ექსპლუატაციაში მიღებული შენობა-ნაგებობების მონაცემთა ბაზის წარმოებას და აღრიცხვას.


მუხლი 5. მუნიციპალური ინსპექციის  სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება
1. მუნიციპალურ ინსპექციის სამსახურს  ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი).

2. მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის  ხელმძღვანელს საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი.

3. მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის  ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ინსპექციისათვის დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას, მერის დავალებების აღსრულებას და სამსახურის საქმიანობის ეფექტიან ორგანიზებას.


მუხლი 6. მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის  ხელმძღვანელი
1. მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის  ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობას. ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პასუხს აგებს მუნიციპალური ინსპექციისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებით განსაზღვრული მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და მერს წარუდგენს საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს;

დ) განსაზღვრავს მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს მუნიციპალური ინსპექციის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;

ე) მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს უქმნის მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს, რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;

ვ) ანაწილებს დავალებებს მუნიციპალური ინსპექციის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ზ) ორგანიზებას უწევს მუნიციპალური ინსპექციის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;

თ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს მუნიციპალური ინსპექციის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე;

ი) მერს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულ ანგარიშს;

კ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა კორესპონდენციის საფუძველზე;

ლ) პასუხისმგებელია მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;

მ) მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ნ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ო) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

პ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას.

2. მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.

3. მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში, მერის დავალებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის იერარქიულად უფრო მაღალი რანგის პროფესიული საჯარო მოხელე.


მუხლი 7. მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის  საჯარო მოსამსახურეთა უფლებები
მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის  საჯარო  მოხელეებს  უფლება აქვთ:

ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ;

ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.


მუხლი 8. მუნიციპალური ინსპექციის  სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები
მუნიციპალური ინსპექციის  სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან:

ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას.


მუხლი 9. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.


მუხლი 10. რეორგანიზაცია
რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.