„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის N85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 20/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.017486
52
07/07/2026
ვებგვერდი, 08/07/2026
040030000.22.026.017486
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის N85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №52

2026 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის №85 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/10/2024, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.017262) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა და კოორდინაცია, აკრედიტაცია/სერტიფიცირება „განაღმვითი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტების“ (IMAS) შესაბამისად;“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-17 მუხლის:

) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის ინფორმაციის მართვის სისტემის იმპლემენტაცია, რაც გულისხმობს „ინფორმაციის მართვის სისტემის განაღმვითი საქმიანობის” (IMSMA) მუშაობის უზრუნველყოფას;“;

) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ცენტრის მიერ „განაღმვითი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტების" (IMAS) შესაბამისად აკრედიტაცია/სერტიფიცირების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;“.

4. 24- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1ქვეპუნქტი:

„ა1) ხის და ლამინატის მასალებით საოფისე და სხვადასხვა დანიშნულების ნაკეთობების წარმოება და მონტაჟი;“.

5. 281 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 20 ივლისიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი