ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის, მარშრუტის და განრიგის დამტკიცებისა და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016512
26
06/07/2026
ვებგვერდი, 08/07/2026
010250050.35.107.016512
ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის, მარშრუტის და განრიგის დამტკიცებისა და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2026 წლის 6 ივლისი

ქ. ჩხოროწყუ

ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის, მარშრუტის და განრიგის დამტკიცებისა და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ლ“ პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის,  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტისა და მე-2 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის  მარშრუტი და განრიგის დანართის  შესაბამისად.
მუხლი 2
 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით ( M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე   ტარიფი განისაზღვროს  0 (ნული) ლარით.
მუხლი 3
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური  ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებას ახორციელებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 442262711) .
მუხლი 4
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა  „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრმა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 442262711) ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა სავარაუდო  რაოდენობის შესახებ.
მუხლი 5
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფისა და მარშრუტის დამტკიცების და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 მაისის №10 დადგენილება  (www.matsne.gov.ge, 15/05/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.107.016451).
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეჯანო პერტაია

დანართი

ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტი და განრიგი

მარშრუტის N

მოძრაობის მარშრუტი

მოძრაობის განრიგი გასვლის დრო (სთ)

მარშრუტის მიმართულება

ავტობუსის M3 კატეგორია ყოველდღიური რაოდენობა

1

სოფ. კირცხი -

სოფ. ლეწურწუმე  -

ქ. ჩხოროწყუ -

8:40

14:15

18:55

მიმართულება

1

ქ. ჩხოროწყუ -

სოფ. ლეწურწუმე -

სოფ. კირცხი -

8:00

13:30

18:10

უკუმიმართულება

1

2

სოფ. ლესიჭინე -

სოფ. ქვედაჩხოროწყუ -

ქ. ჩხოროწყუ -

8:20

14:15

18:55

მიმართულება

1

ქ. ჩხოროწყუ -

სოფ. ქვედაჩხოროწყუ -

სოფ. ლესიჭინე -

7.50

13:30

18:10

უკუმიმართულება

1

3

სოფ. მუხური -

სოფ. ხაბუმე -

ქ. ჩხოროწყუ -

8:40

14:15

18:55

მიმართულება

1

ქ. ჩხოროწყუ -

სოფ. მუხური -

სოფ. ხაბუმე  -

8:00

13:30

18:10

უკუმიმართულება

1

4

სოფ. ნაფიჩხოვო -

სოფ. ჭოღა -

ქ. ჩხოროწყუ -

8:40

14:15

18:55

მიმართულება

1

5

ქ. ჩხოროწყუ -

სოფ. ჭოღა -

სოფ. ნაფიჩხოვო -

8:00

13:30

18:10

უკუმიმართულება

1