„სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №256 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 315
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.025863
315
07/07/2026
ვებგვერდი, 08/07/2026
300310000.10.003.025863
„სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №256 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №315

2026 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №256 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, „სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №256 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021273) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის“:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს იმ პირებს, რომელთაც 2026 წლის 20 დეკემბრამდე აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებსა და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად შეუძლიათ განახორციელონ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასება და ტექნიკური ზედამხედველობა.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2026 წლის 20 დეკემბრამდე აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებსა და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება აქვს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ან პირს, თუ მას აქვს:

ა)  შესაბამისი სპეციალობის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ:

ბ.ა) 5 წლის სტაჟი – III-IV კლასების შენობა-ნაგებობის  არქიტექტურული პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;

ბ.ბ) 10 წლის სტაჟი – II-IV კლასების შენობა-ნაგებობის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;

ბ.გ) 5 წლის სტაჟი – II კლასის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;

ბ.დ) 7 წლის სტაჟი – III კლასის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;

ბ.ე) 10 წლის სტაჟი – IV კლასის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;

ბ.ვ) 7 წლის სტაჟი –  II-IV კლასების შენობა-ნაგებობის ტექნოლოგიური ნაწილის (არსებობის შემთხვევაში) ტექნოლოგიური სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;

ბ.ზ) 7 წლის სტაჟი – III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად;

ბ.თ) 10 წლის სტაჟი – IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე