დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 316 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090000.10.003.025864 |
316
07/07/2026
ვებგვერდი, 08/07/2026
330090000.10.003.025864
„არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 144-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, „არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 აპრილის №134 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/04/2024, 330090000.10.003.024527) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ამ დადგენილების მე-2 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იმ არქიტექტურული/კონსტრუქციული პროექტის ცვლილებაზე (კორექტირებაზე), რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულია 2026 წლის 20 დეკემბრამდე.“. 2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ დადგენილების მე-2 − მე-6 მუხლები ამოქმედდეს 2026 წლის 20 დეკემბრიდან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები