„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 13/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016728
23
08/07/2026
ვებგვერდი, 09/07/2026
010250020.35.162.016728
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2026 წლის 8 ივლისი

ქ. ახმეტა

 

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/08/2022,  სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016590) შეტანილ  იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

1.  მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მერიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც აქვს ხუთი განყოფილება:

ა.ა) მოქალაქეთა მომსახურების და საქმისწარმოების განყოფილება;

ა.ბ) საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება;

ა.გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

ა.დ) სამეურნეო განყოფილება;

ა.ე) შესყიდვების განყოფილება;

ბ) იურიდიული სამსახური, რომელსაც აქვს ერთი განყოფილება:

ბ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელსაც აქვს ორი განყოფილება:

გ.ა) საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება;

გ.ბ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;

დ) ეკონომიკის სამსახური, რომელსაც აქვს ერთი განყოფილება:

დ.ა) ქონების მართვის განყოფილება;

ე) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, რომელსაც აქვს ერთი განყოფილება:

ე.ა) ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება;

ვ) შიდა აუდიტის სამსახური;

ზ) ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახური, რომელსაც აქვს ერთი განყოფილება:

ზ.ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება;

თ) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური, რომელსაც აქვს ორი განყოფილება:

თ.ა) არქიტექტურისა და ურბანული მართვის განყოფილება;

თ.ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება;

ი) მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახური;

კ) ზედამხედველობის სამსახური.“.

2. მე-12 მუხლის:

ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1-ლი ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციის ხელშეწყობა; მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, ადამიანური რესურსების მართვა; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საკრებულოს, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საოფისე მასალებით მომარაგება; ინვენტარით, ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვის კონტროლი; მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად შესყიდვების გეგმის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში, მისი შემდგომი კორექტირება და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირება; შესყიდვის პროცედურების განხორციელება; ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადება და ელექტრონული ტენდერის ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადება.“;

ბ) მე-4 და მე-5  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეკონომიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია; მონაცემების სტატისტიკური შეგროვება-დამუშავება; მუნიციპალიტეტის ქონების მართვა;  მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე მონიტორინგის განხორციელება; მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელება მერის შესაბამისი დავალების საფუძველზე; მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების აღრიცხვა; „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების  შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ღონისძიებების განხორციელება.“;

 „5. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სკოლამდელი განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა; ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკებისა და სხვა დაწესებულებების მართვის მონიტორინგი; სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის მონიტორინგი.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების გაცემასთან და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა.“;

დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ზედამხედველობის განხორციელება მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე; მისი უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის შედგენა და სახდელის შეფარდება; ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირება.“.

3. 38-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერიის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 13 აგვისტოდან.

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი