დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.121.016558 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება თანდართული სახით (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №63 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 31.01.2018 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016291). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 15 აგვისტოდან.
|
|
დანართი №1
|
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის
სამსახურის დებულება |
მუხლი 1.
ზოგადი დებულება
|
1. ვანის მუნიციპალ;იტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი განათლების, კულტურისა და სპორტის პროგრამების მართვას, შესაბამისი სამსახურების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას.
2. სამსახური თავისი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, მერის ბრძანების ან სხვა საკანონმდებლო აქტების და ამ დებულების შესაბამისად. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან/და მერის მიერ დაკისრებულ ამოცანებს. 4. სამსახური ასრულებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრული სამინისტროს, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მუნიციპალიტეტის მერიის დებულების და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 5. სამსახურის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტი. |
მუხლი 2.
სამსახურის ფუნქციები და ვალდებულებები
|
1. თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლების, კულტურისა და სპორტის, ტურიზმის ობიექტების მართვა, მათი რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების და პროექტების მომზადება, დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია.
2. მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. 3. წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება დაქვემდებარებული განათლების, კულტურისა და სპორტის გაერთიანების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად. 4. საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად. 5. ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელება, ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტების დასახვა და ამ მიზნით საკონსულტაციო, საორგანიზაციო და სხვა სახის საქმიანობა. 6. კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებათა დაგეგმვა. 7. ახალგაზრდულ საკითხებზე პროგრამებისა და წინადადებების შემუშავება. 8. ინტელექტუალურ, შემეცნებით, კულტურულ, სპორტულ და სხვა სახის ღონისძიებათა ჩატარების საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, კონკურსების ჩატარება და შესაბამისი პირობებისათვის მატერიალური და არამატერიალური სახის პრიზების გაცემა. 9. მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიული მოღვაწეობის ნიმუშების, ისტორიულ-არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, რელიგიურ, ესთეტიკურ, მხატვრულ და სხვა ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია. 10. სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სამსახურებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა. 11. განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების განაწილება. 12. ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტების შედგენა, სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით თანხების მიზნობრივად ხარჯვა. 13. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდული, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელეების მიერ მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და სამსახურის დებულებით, მერის დავალებით და საქართველოს კანონმდებლობით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. |
მუხლი 3.
სამსახურის უფლებამოსილება
|
1. მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს მერიის სტრუქტურული სამსახურების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია.
2. სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები. საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები. 3. განსახორციელებელ ღონისძიებათა და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გაიაროს კონსულტაციები კომპეტენტურ პირებთან და სტრუქტურებთან. 4. წარუდგინოს მერს ბიუჯეტის პროექტი და წინადადებები ბიუჯეტის პროექტში შესატანი ცვლილებების შესახებ. 5. თავის მმართველობის სფეროსთან დაკავშირებულ საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობა და მისი სამოქმედო სფეროების განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება. 6. განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 4.
სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
|
1. სამსახურის სტრუქტურა შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.
2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 3. სამსახურის მოხელეთა ზოგადი უფლება- მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-15 მუხლით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 4. სამსახურის მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. 5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები და კარიერული განვითარება განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. |
მუხლი 5.
დასკვნითი დებულება
|
1. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი ფორმით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები