ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 13/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016729
24
08/07/2026
ვებგვერდი, 09/07/2026
010250020.35.162.016729
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2026 წლის 8 ივლისი

ქ. ახმეტა

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 აპრილის №31 დადგენილება  (www.matsne.gov.ge, 07/04/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250020. 35.162. 016567).

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 13 აგვისტოდან.

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი




დანართი

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება

 

მუხლი 1. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სტატუსი

1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს: მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას, მუნიციპალიტეტის ორგანოების საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას,  ადამიანური რესურსების მართვას, მუნიციპალიტეტის  ორგანოების ურთიერთობას  მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა მუნიციპალიტეტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად მუნიციპალური შესყიდვების დაგეგმვას და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.

 

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებების უფროსების და სხვა საჯარო მოხელეებისაგან.

2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება;

გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

დ) სამეურნეო განყოფილება;

ე) შესყიდვების განყოფილება.

 

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური უზრუნველყოფს:

ა) კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;

ბ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;

გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ სამსახურებში;

დ) მერიის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების მონიტორინგს;

ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას, მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო პროექტის მომზადებას;

ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადო გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას მერიასა და ადმინისტრაციულ ერთეულებში;

თ) საიდუმლო დოკუმენტაციის წარმოებას;

ი) საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

კ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და დაარქივებას;

ლ) მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის გამართულ კომუნიკაციას, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

მ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას;

ნ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;

ო) მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;

პ) კოორდინაციას უწევს  მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის საჯარო მოსამსახურეთა შეხვედრას საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან;

ჟ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

რ) მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და  გამოქვეყნებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

ს) მერიის საჯარო მოსამსახურეების მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფასა და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ტ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, მათ მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულისა და შესაბამისობის შემოწმებას;

უ) მუნიციპალიტეტის მერიაში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;

ფ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას, მონიტორინგს მერიის მოხელეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; მერიის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას;

ქ) მონიტორინგს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;

ღ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო გეგმებისა და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მათი სამსახურეობრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასებისა და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას, შეფასების სისტემის დანერგვას;

ყ) მერიის საჯარო მოხელეთათვის კლასის მინიჭების საკითხის მომზადებას;

შ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურეობრივი გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;

ჩ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;

ც) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზის, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას, კონტროლს მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას;

ძ) მუნიციპალიტეტის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;

წ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;

ჭ) მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების  ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

ხ) ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

ჯ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და სხვა ქონების მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;

ჰ) საკრებულოს, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საოფისე მასალებით მომარაგებას; ინვენტარით, ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვის კონტროლს;

1) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადმინისტრაციული ერთეულებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მატერიალურ-ტექნიკური მომსახურებას და მოვლა-პატრონობას;

2) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად შესყიდვების გეგმის მომზადებას, საჭიროების შემთხვევაში, მის შემდგომ კორექტირებას და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებას;

3) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესყიდვის საშუალების შერჩევას და შერჩეული საშუალების პროცედურების დაგეგმვას;

4) მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზების პროცედურების და დოკუმენტების ფორმების, შესყიდვებთან დაკავშირებული კორესპონდენციების, სატენდერო დოკუმენტაციისა და სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების მომზადებას;

5) სახელმწიფო შესყიდვების მომზადებისა და განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

6) შესყიდვის პროცედურების განხორციელებას, რაც გულისხმობს შესყიდვის დაგეგმვას არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, ბაზრის კვლევას, ხელშეკრულების პროექტის მომზადებას.

7) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას და ელექტრონული ტენდერის ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებას;

8) კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების პროექტის მომზადებას, დადებული ხელშეკრულების განთავსებას სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

9) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრების განხილვის სხდომებზე მერიის ინტერესების დაცვას;

10) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას;

11) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის, სატენდერო კომისიის წევრებისა და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევას;

12) სამსახურში შემოსული წერილის საპასუხოდ საჭირო ინფორმაციის მოძიებას, დაზუსტებას და პასუხის გაგზავნას შესაბამის ადრესატთან;

13) საქართველოს კანონმდებლობით და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 4. მოქალაქეთა მომსახურებისა  და საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციები

მოქალაქეთა მომსახურებისა  და საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;

ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;

გ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით, მოქალაქეთა მომსახურებას;

დ) დოკუმენტის გადაცემას შემსრულებლისათვის;

ე) დავალების სათანადო გაფორმებას;

ვ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;

ზ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;

თ) საქმეთა მომზადებას არქივისთვის ჩასაბარებლად;

ი) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;

კ) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;

ლ) საქმისწარმოებაში ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;

მ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესების გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 5. საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები

საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;

ბ) მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების  გამოქვეყნებას;

გ) მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

დ) უზრუნველყოფს აქტიურ თანამშრომლობას მასმედიის წარმომადგენლებთან და აწარმოებს მათთან ინფორმაციის გაცვლას; უზრუნველყოფს პრესისა და ტელევიზიის მიერ მომზადებული მასალების გაცნობას შემდგომი რეაგირების მიზნით;

ე) მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზებას საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშირისო ორგანიზაციებთან;

ვ) კოორდინაციას უწევს მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის საჯარო მოსამსახურეთა შეხვედრას საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან;

ზ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

თ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების ორგანიზებას;

ი) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;

კ) საკრებულოსა და მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 6. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციები

ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მერიის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, მათ მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულისა და შესაბამისობის შემოწმებას;

ბ) მუნიციპალიტეტის მერიაში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;

გ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას, მონიტორინგს მერიის მოხელეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; მერიის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას;

დ) მონიტორინგს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;

ე) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო გეგმებისა და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მათი სამსახურეობრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასებისა და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას, შეფასების სისტემის დანერგვას;

ვ) მერიის საჯარო მოხელეთათვის კლასის მინიჭების საკითხის მომზადებას;

ზ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურეობრივი გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;

თ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;

ი) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზის, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას, კონტროლს მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას;

კ) მუნიციპალიტეტის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;

ლ)  მერიის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;

მ) მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების  ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

ნ) მერიის საჯარო მოსამსახურეების მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფასა და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ო) საქართველოს კანონმდებლობით და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 7. სამეურნეო განყოფილების ფუნქციები

სამეურნეო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

ბ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და სხვა ქონების მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;

გ) საკრებულოს, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საოფისე მასალებით მომარაგებას; ინვენტარით, ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვის კონტროლს;

დ) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადმინისტრაციული ერთეულებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მატერიალურ-ტექნიკური მომსახურებას და მოვლა-პატრონობას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების  სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 8. შესყიდვების განყოფილების ფუნქციები

შესყიდვების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად შესყიდვების გეგმის მომზადებას, საჭიროების შემთხვევაში, მის შემდგომ კორექტირებას და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებას;

ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესყიდვის საშუალების შერჩევას და შერჩეული საშუალების პროცედურების დაგეგმვას;

გ) მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზების პროცედურების და დოკუმენტების ფორმების, შესყიდვებთან დაკავშირებული კორესპონდენციების, სატენდერო დოკუმენტაციისა და სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების მომზადებას;

დ) სახელმწიფო შესყიდვების მომზადებისა და განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ე) შესყიდვის პროცედურების განხორციელებას, რაც გულისხმობს შესყიდვის დაგეგმვას არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, ბაზრის კვლევას, ხელშეკრულების პროექტის მომზადებას, გაფორმებას და ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების/ცვლილებების მომზადებას.

ვ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას და ელექტრონული ტენდერის ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებას;

ზ) კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების პროექტის მომზადებას, დადებული ხელშეკრულების განთავსებას სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრების განხილვის სხდომებზე მერიის ინტერესების დაცვას;

ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას;

კ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის, სატენდერო კომისიის წევრებისა და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევას;

ლ) სამსახურში შემოსული წერილის საპასუხოდ საჭირო ინფორმაციის მოძიებას, დაზუსტებას და პასუხის გაგზავნას შესაბამის ადრესატთან;

მ) საქართველოს კანონმდებლობითა და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 9. სამსახურის უფროსი

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

3. სამსახურის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს სამსახურზე ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებასა და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების შესრულებას;

ბ) წარმოადგენს სამსახურს მისი უფლებამოსილების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეთა შორის;

დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;

ვ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;

ზ) ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

თ) დადგენილი წესის მიხედვით, იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;

ი) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებზე, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;

კ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

4. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

5. სამსახურის უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

მუხლი 10. განყოფილების უფროსი

1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2.  განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმას;

დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ

ზ) დადგენილი წესით უზრუნველყოფს განყოფილების საქმისწარმოებას;

თ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას; დადგენილი წესით აფასებს მოხელეთა საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა კარიერული განვითარების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მოხელეს.

 

მუხლი 11. სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეები

1. სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეები მერიის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობებზე ინიშნებიან ღია, დახურული ან შიდა კონკურსის საფუძველზე, აგრეთვე მოხელის გადაყვანის და მობილობის შემთხვევებში.

2. სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.

3. სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეთა სტატუსი, ფუნქციები და უფლება-მოვალეობები, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები, დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობები, ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხები, აგრეთვე სხვა სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამ დებულებით, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტებით.