დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ვანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.121.016559 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება თანდართული სახით (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №68 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30.01.2018 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016296). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 15 აგვისტოდან.
|
|
|
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახური
|
1. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა
|
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება; ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელიც არის პირველი რანგის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული – განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება სამსახურის დებულებით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა გათავისუფლების წესები და კარიერული განვითარება განისაზღვრება მერიის დებულებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები
|
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას; ბ) შედეგებზე ორიენტირებული პროგრამული ბიუჯეტის პროექტის შედგენას; გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფას; დ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებასა და წარდგენის პროცესის კოორდინაციას. ე) მონაწილეობის მიღებას ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვას, მათ ანალიზსა და შესაბამისი დასკვნის წარდგენას საკრებულოსათვის საკრებულოს სხომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვამდე. ვ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას; ზ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალების მიხედვით; თ) საფინანსო ზედამხედველობას დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებაზე; ი) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას და გაანალიზებას; ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; კ) საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე წინასწარი და მიმდინარე კონტროლის განხორციელებას; ლ) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მდგომარეობის კონტროლს, ამ მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევას; მ) ,,ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად საბუღალტრო აღრიცხვას; ნ) ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ანგარიშის მომზადებას ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით. ო) მიმდინარე და წლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ; პ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლს; ჟ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორება ხაზინის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. რ) ვალდებულების დოკუმენტის რეგისტრაცია ხაზინის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ს) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისათვის განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების ფუნქციები
|
საბიუჯეტის დაგეგმვის და ანალიზის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ბიუჯეტის პროექტის შედგენას; ბ) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; გ) ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოსა და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით; დ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის მიღებას და გაანალიზებას და საჭირო დასკვნების წარმოდგენას. ე) წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე; ვ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალების მიხედვით; ზ) ვალდებულების დოკუმენტის რეგისტრაცია ხაზინის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. თ) მოქმედი კანონმდებლობით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების ფუნქციები
|
საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) კონტროლი ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; გ) კონტროლი ეკონომიკურ მოვლენაზე დროულად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტების გაფორმებაზე; დ) ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვა ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით; ე) მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვა და კონტროლი გაცემაზე; ვ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორება ხაზინის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ზ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო ოპერაციების შედეგად ანგარიშსწორებათა სრული და დროული აღრიცხვა. თ) არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა; ი) დამტკიცებული ფორმით ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენა; |
მუხლი 6.
დასკვნითი დებულებები
|
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები