დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 13/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.162.016733 |
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 09/02/2018; 010250020.35.162.016424).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 13 აგვისტოდან.
|
|
დანართი
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულება
მუხლი 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის სტატუსი 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციასა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას, მშენებლობის ნებართვის თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას. 2. სამსახურს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამოწმების მიზნით აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. 3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებების უფროსების და სხვა საჯარო მოხელეებისგან. 2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) არქიტექტურისა და ურბანული მართვის განყოფილება; ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება.
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას, მიწის კატეგორიის შეცვლის თაობაზე წინადადების მომზადებას; გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; დ) მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციების და პროექტების შემუშავებას; ე) მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობის და დებულების პროექტის შემუშავებას; ვ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; ზ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; თ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; ი) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; კ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, მიწის ნაკვეთისთვის ან/და შენობა-ნაგებობისთვის სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის შეუსაბამო მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სტატუსის მინიჭების, მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენის, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით; ლ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით; მშენებლობის ნებართვების გაცემასთან და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას; მ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; ნ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ო) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას; პ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულირებული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; ჟ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; რ) წყალმომარაგების (მათ შორის ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას; ს) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; ტ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე; უ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას; ფ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას; ქ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების, ხელშეკრულების ვადების კონტროლს, ზედამხედველობის მიერ გეგმა-გრაფიკის დაცვაზე კონტროლის განხორციელების საფუძველზე შესყიდვების განყოფილებისათვის შეტყობინების/წერილობითი დოკუმენტაციის გაგზავნის შემდგომ - შესაბამის რეაგირებას; ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების პროექტებისა და მიმწოდებელთან გასაგზავნი კორესპონდენციის მომზადებას; ღ) მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში გამაფრთხილებელი წერილობითი შეტყობინების გაგზავნას; ყ) საქართველოს კანონმდებლობით და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4. არქიტექტურისა და ურბანული მართვის განყოფილების ფუნქციები არქიტექტურისა და ურბანული მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; ბ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; გ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; დ) მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებისა და პროექტების შემუშავებას; ე) მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობისა და დებულების პროექტის შემუშავებას; ვ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით; წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, მიწის ნაკვეთისთვის ან/და შენობა-ნაგებობისთვის სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის შეუსაბამო მიწის ნაკვეთის ან/და შენობა ნაგებობის სტატუსის მინიჭების, მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენის, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით; ზ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას; თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე; ი) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; კ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ლ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას; მ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას, მიწის კატეგორიის შეცვლის თაობაზე წინადადების მომზადებას; ო) საქართველოს კანონმდებლობით და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5. ინფრასტრუქტურის განყოფილების ფუნქციები სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის რეაბილიტაციას; ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას; გ) მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციის და განვითარების დაგეგმვას; დ) შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; ე) ინფრასტრუქტურული ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას; ვ) საქართველოს კანონმდებლობით და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6. სამსახურის უფროსი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 3. სამსახურის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებს სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს სამსახურზე ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებასა და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების შესრულებას; ბ) წარმოადგენს სამსახურს მისი უფლებამოსილების განხორციელებისას; გ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეთა შორის; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; ვ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ზ) ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; თ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას; ი) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებზე, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში; კ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 4. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი. 5. სამსახურის უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 7. განყოფილების უფროსი 1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმას; დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ზ) დადგენილი წესით უზრუნველყოფს განყოფილების საქმისწარმოებას; თ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას; დადგენილი წესით აფასებს მოხელეთა საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა კარიერული განვითარების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მოხელეს.
მუხლი 8. სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეები 1. სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეები მერიის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობებზე ინიშნებიან ღია, დახურული ან შიდა კონკურსის საფუძველზე, აგრეთვე მოხელის გადაყვანის და მობილობის შემთხვევებში. 2. სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. 3. სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეთა სტატუსი, ფუნქციები და უფლება-მოვალეობები, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები, დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობები, ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხები, აგრეთვე სხვა სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონით, ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები