ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა შესახვევებით) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა შესახვევებით) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-65. 65261892
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016026
გ-65. 65261892
08/07/2026
ვებგვერდი, 09/07/2026
000000000.00.121.016026
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა შესახვევებით) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება გ-65.65261892

2026 წლის 8 ივლისი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა შესახვევებით) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. განხორციელდეს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა შესახვევებით) სახელდება არაბული ციფრების გამოყენებით, დანართ №1-ისა და თანდართული სიტუაციური ნახაზების შესაბამისად (დანართი №2).

2. განკარგულება მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ და ვანის მუნიციპალიტეტის მერიას შემდგომი რეაგირებისათვის.

3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, ასევე გადაგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, მონაცემთა ბაზებში ცვლილებების შეტანის მიზნით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  შოთა გიორგაძე