დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016666 |
|
,,თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.163.016355) და ,,თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მერიის სამსახურებია: 3.1 ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც შედგება 4 (ოთხი) განყოფილებისგან: ა) მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება; ბ) მოქალაქეთა მომსახურების, საქმისწარმოების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; დ) ტურიზმის, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. 3.2 ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური, რომელიც შედგება 3 (სამი) განყოფილებისგან: ა) ინფრასტრუქტურის განყოფილება; ბ) სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება; გ) ძეგლთა დაცვის განყოფილება. 3.3 საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელიც შედგება 2 (ორი) განყოფილებისგან: ა) საბიუჯეტო განყოფილება; ბ) სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება. 3.4 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, რომელიც შედგება 3 (სამი) განყოფილებისგან: ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება; ბ) სოციალურ საკითხთა განყოფილება; გ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება. 3.5 ქონების მართვისა და შესყიდვების სამსახური, რომელიც შედგება 2 (ორი) განყოფილებისგან: ა) ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების განყოფილება; ბ) შესყიდვების განყოფილება. 3.6 იურიდიული სამსახური, რომელიც შედგება 3 (სამი) განყოფილებისგან: ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება; გ) ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირების განყოფილება. 3.7 კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, რომელიც შედგება 2 (ორი) განყოფილებისგან: ა) კულტურისა და განათლების განყოფილება; ბ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება. 3.8 შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც შედგება 2 (ორი) განყოფილებისგან: ა) შიდა აუდიტის განყოფილება; ბ) რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილება.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 15 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები