დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016668 |
|
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის სექტემბრის №16 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03/01/2018; 010250020.35.163.016368).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 15 აგვისტოდან.
|
|
დანართი
|
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებას, ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს. 2. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებითა და ამ დებულებით. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი, იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს, საკუთარი დასახელების აღნიშვნით. მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციები საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად სამსახური უზრუნველყოფს: ა) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებული სპეციალისტების კოორდინირებული მუშაობისა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით განსაზღვრული მათი უფლება-მოვალეობების განხორციელების ხელშეწყობას; ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის და მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირების მოსახლეობასთან შეხვედრების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფის ხელშეწყობას; გ) საკადრო პოლიტიკის შემუშავებას/განხორცილებას, პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას; დ) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, ადამიანური რესურსების ელექტრონული სისტემის მართვას; მერიის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსის ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, საკონკურსო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ ხელშეწყობას; ვ) მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა შეფასების სისტემის ორგანიზებას და მისი სრულყოფის საკითხებზე წინადადებების წარდგენას; ზ) მერიის საქმეთა ნომენკლატურის საფუძველზე ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის მართვას, მისი სრულყოფის საკითხებზე წინადადებების მომზადებას; თ) მერიის სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების ორგანიზებას, მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას, დოკუმენტებთან მუშაობისას მათთვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევას, კონტროლს საქმისწარმოების წესების დაცვაზე; ი) შემოსული კორესპონდენციის მიღებას, რეგისტრაციას და ინდექსაციას, გასული დოკუმენტების გაგზავნის უზრუნველყოფას, მიღებული პასუხების ელექტრონულ დამუშავებას და მასალების საქმეში ფორმირებას; კ) საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას და საჯარო ინფორმაციის გაცემას; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას, ანგარიშების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში გაგზავნის და გამოქვეყნების უზრუნველყოფას; საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნების სისტემის სრულყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავებას; ლ) მერიაში პირთა დაშვების (თანამშრომლების და ვიზიტორების) ორგანიზებას და კონტროლს; მ) ადმინისტრაციულ შენობაში სამეურნეო პროცესების კონტროლს და საქმიანობის შედეგების ანალიზს, შესაბამისი ინფორმაციების მომზადებას; ნ) მუნიციპალური საარქივო ფონდის შევსებას დოკუმენტებით მატერიალურ ან/და ელექტრონულ მატარებელზე, საარქივო ფონდის დოკუმენტების მონაცემთა ბაზის ფორმირებას და მის მუდმივ განახლებას; მუნიციპალური საარქივო ფონდის დოკუმენტების მიღებას, აღწერას და აღრიცხვას, მათი დაცვისა და შენახვის უზრუნველყოფას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ო) მუნიციპალური საარქივო ფონდის გამართულად და უწყვეტად განხორციელების მიზნით, სხვა შესაბამისი ქმედებების განხორციელებას, წინადადებების/რეკომენდაციების წარდგენას ხელმძღვანელ პირებთან და სხვა; პ) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილებით გათვალისწინებული მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებების განხორციელებას; ჟ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან თანამშრომლობას; რ) მერიის მიერ დაგეგმილი პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და პრეზენტაციების ორგანიზებას და ამ პროცესში შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან კოორდინაციას; ს) მერიის მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების თაობაზე პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებას; ტ) თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვასა და მონიტორინგს, ინფორმაციის განახლებას; უ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების ორგანიზებას; ფ) ტურიზმის სფეროში პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავებას, პროგრამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების მომზადებას; ქ) ტურიზმის სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებას და შეგროვებას; ღ) უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებას, საინფორმაციო ბაზის შექმნას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურიტსული ადგილები, ტურიტსული პროგრამები, ტრანსპორტი, ბუნების ძეგლები და დაცული ტერიტორიები, არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლები, კულტურული ღონისძიებანი, ფესტივალები, სახალხო დღესასწაულები და სხვა; ყ) ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფას, მუნიციპალიტეტის შესახებ სარეკლამო საინფორმაციო მასალების მომზადებას და გამოცემას; შ) მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზებას და ხელშეწყობას საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან; ჩ) საერთაშორისო პროექტებზე მუშაობას და დაფინანსების მოპოვებას; ც) საქართველოს კანონმდებლობით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამსახურის უფროსი. 2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისგან. 3. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულები – განყოფილებებია: ა) მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება; ბ) მოქალაქეთა მომსახურების, საქმისწარმოების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; დ) ტურიზმის, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. მუხლი 4. სამსახურის მართვა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ე) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ვ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას; ზ) თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. მუხლი 5. განყოფილების უფროსი 1. განყოფილების უფროსი არის მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 2. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს; გ) უზრუნველყოფს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესისა და დისციპლინის დაცვას; მათზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; დ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას; ე) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; ვ) ამზადებს და სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით, მერიის დებულებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოავალეობას კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს ერთ-ერთი საჯარო მოხელე. მუხლი 6. სამსახურის მოხელე 1. სამსახურის მოხელეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. მოხელე პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაზე; 3. მოხელე ანგარიშვალდებულია განყოფილებისა და სამსახურის უფროსის წინაშე. 4. მოხელე უზრუნველყოფს სამუშაო აღწერილობით, მერის, განყოფილებისა და სამსახურის უფროსის, აგრეთვე მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესრულებას. მუხლი 7. განყოფილებების ფუნქციები 1. მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების ფუნქციებია: ა) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებული სპეციალისტების კოორდინირებული მუშაობისა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით განსაზღვრული მათი უფლება-მოვალეობების განხორციელების ხელშეწყობა; ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის და მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირების მოსახლეობასთან შეხვედრების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; გ) დასახლების საერთო კრების მოწვევის პროცედურული საკითხების მოგვარება და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა; დ) მერის ცალკეული საორგანიზაციო დავალებების შესრულებაში მერის წარმომადგენლებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებული სპეციალისტების ხელშეწყობა; ე) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულებიდან სტატისტიკური და სხვა მონაცემთა შეგროვება; ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მონიტორინგის განხორციელების პროცედურული საკითხების მოგვარება და მონიტორინგის შედეგების გაფორმება; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. მოქალაქეთა მომსახურების, საქმისწარმოების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია: ა) მერიის საქმეთა ნომენკლატურის საფუძველზე, ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის მართვა, მისი სრულყოფის საკითხებზე წინადადებების მომზადება; ბ) მერიის სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების ორგანიზება, მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობა, დოკუმენტებთან მუშაობისას მათთვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, კონტროლი საქმისწარმოების წესების დაცვაზე; გ) შემოსული კორესპონდენციის მიღება, რეგისტრაცია და ინდექსაცია, გასული დოკუმენტების გაგზავნის უზრუნველყოფა, მიღებული პასუხების ელექტრონული დამუშავება და მასალების საქმეში ფორმირება; დ) ძირითადი ამოცანების შესრულების მიზნით მერიაში არსებული დოკუმენტაციის მოწესრიგებული სახით ამოღება, აღრიცხვა და შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად, ასლების გადაღების, გამრავლების ორგანიზება, ამობეჭდილ დოკუმენტებზე შტამპის/ბეჭდის სათანადო გამოყენება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ადმინისტრაციაში დაცული დოკუმენტაციის ასლების დედანთან დამოწმება; ე) მუნიციპალიტეტში დანერგილ ელექტრონულ საქმისწარმოების შესაბამის პროგრამაში მერიის თანამდებობის პირების, მერიის სტრუქტურული ერთეულების საარქივო-საინფორმაციო მომსახურება, არქივის დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო ბაზის სისტემატურად გაუმჯობესება; დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება, ანალიზი, სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ვ) მოქალაქეთათვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სატელეფონო და ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კითხვებზე რეაგირება; მათ შორის მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში პირველადი კონსულტაციის გაწევა, მომსახურების სერვისებზე ცნობიერების ამაღლება, სხვადასხვა დახმარების აღმოჩენის შესახებ შეტყობინებების მიღება, დამუშავება და უფლებამოსილი სუბიექტებისთვის შემდგომი რეაგირების მიზნით გადაცემა; ზ) საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება და საჯარო ინფორმაციის გაცემა; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება, ანგარიშების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში გაგზავნის და გამოქვეყნების უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნების სისტემის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი წინადადებების შემუშავება; თ) მერიის თანამდებობის პირებთან და მათ წარმომადგენლებთან მოქალაქეების შეხვედრის ორგანიზება და სამსახურებთან ურთიერთობის კოორდინაცია; მოქალაქეთა მიღებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზაციული და დოკუმენტური უზრუნველყოფა ინფორმაციის წინასწარი მოპოვებისა და დამუშავების გზით; ი) მერიაში პირთა დაშვების (თანამშრომლების და ვიზიტორების) ორგანიზება და კონტროლი; კ) მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო პირობების შექმნაზე ზრუნვა და მათი აღჭურვა საქმიანობისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, მათ შორის შრომის უსაფრთხოებისთვის საჭირო ინვენტარით, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მოთხოვნის შესაბამისად, მატერიალურ ფასეულობათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა; ლ) მერიის ადმინისტრაციულ შენობებში შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების და წესების დაცვა, დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებაზე/ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატაარება; მ) ადმინისტრაციულ შენობაში სამეურნეო პროცესების კონტროლი და საქმიანობის შედეგების ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციების მომზადება; ნ) ინვენტარიზაციის შედეგად ადმინისტრაციის სარგებლობაში არსებული ქონების (ინვენტარი, ტექნიკა) მოძრაობის შიდა კონტროლი, რეზერვების გამოვლენა და მობილიზება; ო) სასაწყობო ბაზების და იქ განთავსებული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, სისტემატიური კონტროლი საწყობებში არსებული ქონების მოძრაობაზე, ქონების მიღება-განაწილება შესაბამის პირებზე/სამსახურებზე; პ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფუნქციურად გადანაწილება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისა და დაზღვევის მომსახურების კონტროლი; ავტომანქანებზე საწვავის ლიმიტების განაწილება და მისი ხარჯვის კონტროლი; ჟ) მუნიციპალური საარქივო ფონდის შევსება დოკუმენტებით მატერიალურ ან/და ელექტრონულ მატარებელზე, საარქივო ფონდის დოკუმენტების მონაცემთა ბაზის ფორმირება და მისი მუდმივი განახლება; მუნიციპალური საარქივო ფონდის დოკუმენტების მიღება, აღწერა და აღრიცხვა, მათი დაცვისა და შენახვის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით; რ) მუნიციპალური საარქივო ფონდის გამართულად და უწყვეტად განხორციელების მიზნით სხვა შესაბამისი ქმედებების განხორციელება, წინადადებების/რეკომენდაციების წარდგენა ხელმძღვანელ პირებთან და სხვა; ს) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილებით გათვალისწინებული მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებების განხორციელება (გარდა მონიტორინგისა); ტ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 3. ადამიანური რესუსრსების მართვის განყოფილების ფუნქციებია: ა) საკადრო პოლიტიკის შემუშავება/განხორცილება, პროფესიული დონის ანალიზი, კადრების საჭიროებათა შესწავლა; ბ) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით ადამიანური რესურსების ელექტრონული სისტემის მართვა; გ) მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი, ადამიანური რესურსების მართვისათვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების, დოკუმენტების პროექტების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა; დ) მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება (ელექტრონული და მატერიალური ვერსიები); ე) მოხელეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ერთიანი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მისი ძირითადი კომპონენტების (სწავლის ფორმა, შინაარსი, ხანგრძლივობა, დრო, რესურსები) განსაზღვრა; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; მოხელეთა პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება; კონტროლი მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე; ვ) მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების, შვებულების, მივლინების, დროებითი შრომისუუნარობის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება; ზ) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულისა და შესაბამისობის შემოწმება; თ) მუნიციპალიტეტის მერიის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან შესაბამისი შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმება, აღრიცხვა და კონტროლი ხელშეკრულებების პირობების დაცვაზე; ი) მუნიციპალიტეტის მერიაში ახლად დანიშნული თანამშრომლებისთვის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი საკითხების გაცნობა; კ) თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით საჯარო მოხელეების ინფორმირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ლ) დასაქმებულთა შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფით; მ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა; ნ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის თანამდებობის პირთა რეესტრის შესაბამისად, თანამდებობაზე დანიშნულ/გათავისუფლებულ პირთა შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება, არსებული წესის მიხედვით, თანამდებობების პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაციების შესავსებად; ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, საკონკურსო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული ხელშეწყობა; პ) მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ერთეულების სამუშაო აღწერილობების შემუშავება და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის თაობაზე წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ჟ) მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა შეფასების სისტემის ორგანიზება და მისი სრულყოფის საკითხებზე წინადადებების წარმოდგენა; რ) მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგების შესაბამისად კლასის მინიჭებისა და კანონით გათვალისწინებული საკლასო დანამატის განსაზღვრის საკითხების მომზადება; ს) მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადებასა და სამუშაო ადგილის დატოვებაზე კონტროლის განხორციელება ელექტრონული გამშვები ბარიერის მეშვეობით; ტ) კორპორატიული სატელეფონო მომსახურების მართვა (ჩართვა/გამორთვა, ლიმიტების განსაზღვრა) და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; უ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 4. ტურიზმის, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციებია: ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა; ბ) მერიის მიერ დაგეგმილი პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და პრეზენტაციების ორგანიზება და ამ პროცესში შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან კოორდინაცია; გ) მერიის მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების თაობაზე პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება; დ) მასმედიის ანალიზი, ინფორმაციული ნაკადების მუდმივი მონიტორინგი და რეკომენდაციების მომზადება; ე) თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა და მონიტორინგი, ინფორმაციის განახლება; ვ) მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ან/და მონაწილეობით გამართული ღონისძიებების ფოტოდა ვიდეოგადაღება; ზ) თელავის მუნიციპალიტეტის მერის და მერიის თანამდებობის პირების საზღვარგარეთის ქვეყნებში/ქალაქებში ოფიციალური, სამუშაო და გაცვლითი ვიზიტების ფარგლებში, ასევე მერიის მიერ ინიცირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის, საჩუქრების გადაცემის ცერემონიის ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა; თ) თელავის მუნიციპალიტეტის მერის და მერიის თანამდებობის პირების მიერ მოწვეული საზღვარგარეთის ქვეყნების/ქალაქების წარმომადგენლობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ოფიციალური, სამუშაო და გაცვლითი ვიზიტების საპროტოკოლო უზრუნველყოფა; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში თელავის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშის მომზადება; კ) ტურიზმის სფეროში პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავება, პროგრამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების მომზადება; ლ) ტურიზმის სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და შეგროვება; მ) უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება, საინფორმაციო ბაზის შექმნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურიტსული ადგილები, ტურიტსული პროგრამები, ტრანსპორტი, ბუნების ძეგლები და დაცული ტერიტორიები, არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლები, კულტურული ღონისძიებანი, ფესტივალები, სახალხო დღესასწაულები და სხვა; ნ) ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის შესახებ სარეკლამო საინფორმაციო მასალების მომზადება და გამოცემა; ო) ტურიზმის სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეთათვის სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელის შეწყობა; პ) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული პროგრამების განვითარების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა; ჟ) ახალი ტურისტული თუ სხვა ინფასტრუქტურული ობიექტის შექმნის თაობაზე შესაბამისი პროექტის მომზადება; რ) მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზება და ხელშეწყობა საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან; ს) საერთაშორისო პროექტებზე მუშაობა და დაფინანსების მოპოვება; ტ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 8. დასკვნითი დებულებები 1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები. 3. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები