დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.163.016669 |
|
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და შესყიდვების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად
. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის სექტემბრის №17 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 03/01/2018; 010250050.35.163.016369).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 15 აგვისტოდან.
|
|
დანართი
|
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და შესყიდვების სამსახურის დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და შესყიდვების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებას, ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს. 2. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებითა და ამ დებულებით. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი, იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს, საკუთარი დასახელების აღნიშვნით. მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციები საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, სამსახური უზრუნველყოფს: ა) წინადადებების შემუშავებას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თელავის მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემის შესახებ; ბ) წინადადებების შემუშავებას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონების თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; გ) წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით; დ) კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას; ე) თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე კონტროლს; ვ) თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას; მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; ზ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას; თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამების/გეგმების და პროექტების მომზადების საკითხებზე; ი) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადებას და კორექტირებას; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვების განხორციელებას და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას; ლ) საქართველოს კანონმდებლობით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამსახურის უფროსი. 2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისგან. 3. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულები – განყოფილებებია: ა) ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების განყოფილება; ბ) შესყიდვების განყოფილება. მუხლი 4. სამსახურის მართვა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ე) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ვ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას; ზ) თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. მუხლი 5. განყოფილების უფროსი 1. განყოფილების უფროსი არის მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 2. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს; გ) უზრუნველყოფს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესისა და დისციპლინის დაცვას; მათზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; დ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას; ე) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; ვ) ამზადებს და სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით, მერიის დებულებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის მოავალეობას, კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს ერთ-ერთი საჯარო მოხელე. მუხლი 6. სამსახურის მოხელე 1. სამსახურის მოხელეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. მოხელე პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაზე; 3. მოხელე ანგარიშვალდებულია განყოფილებისა და სამსახურის უფროსის წინაშე. 4. მოხელე უზრუნველყოფს სამუშაო აღწერილობით, მერის, განყოფილებისა და სამსახურის უფროსის, აგრეთვე მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესრულებას. მუხლი 7. განყოფილებების ფუნქციები 1. ქონების მართვის და ეკონომიკური განვითარების განყოფილების ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის ქონების (მათ შორის, 50%-ზე მეტი მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა ქონების) მართვის საკითხებზე წინადადებების მომზადება; ბ) მუნიციპალიტეტისათვის უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება; გ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თელავის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებებისა და დოკუმენტაციის მომზადება; დ) წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონების თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალიტეტის კუთვნილი უძრავი ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის დაინტერესებული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვის გეგმის დამტკიცების უზრუნველსაყოფად საკითხის შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; ზ) მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემული ქონების საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის ორგანიზება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის/საპრივატიზებო/მართვის უფლებით გადასაცემი ობიექტების, ნუსხის/გეგმის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ი) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ხელშეკრულების, ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მომზადება-გაცემა; კ) თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული ქონების მოვლა-პატრონობის, სარგებლობის, განკარგვის და მიზნობრივი გამოყენების საკითხებზე წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება; ლ) თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით (აღნაგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება და სხვა) გადაცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტის პროექტების, ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით; მ) თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის მიზნით ქონების შეფასება/გადაფასება, აუქციონის ორგანიზება და შედეგების გაფორმების უზრუნველყოფა; ნ) თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით და/ან სხვა ფორმის განკარგვის, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემდგომ აუქციონის პირობების და/ან ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლი, აღნიშნულ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თელავის მუნიციპალიტეტის მიერ ან მისი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში/სარგებლობაში გადასაცემი ქონების თაობაზე შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; პ) მუნიციპალიტეტის მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიულ პირებთან დაკავშირებით პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელება; ჟ) საწარმოთა დაფუძნების, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის საკითხების განხილვა, კოორდინაცია და ამ საკითხებთან დაკავშირებული სათანადო წინადადებების მომზადება; რ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლეებისათვის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება; ს) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და მართვა; ტ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით; უ) მუნიციპალიტეტის საშინაო და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ინიციირება, კოორდინაცია, ინვესტირების მიმართულებების განსაზღვრა, ინვესტორთა ხელშემწყობი პროექტების შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია; ფ) მუნიციპალიტეტში არსებული ეკონომიკური რესურსების შეფასება და მონაცემთა ბაზის შექმნა; ქ) თელავის მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების პროგრამების/გეგმების შემუშავება; ღ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სტატისტიკური მონაცემების მომზადება; ყ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; შ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. შესყიდვების განყოფილების ფუნქციებია: ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება და კორექტირება; ბ) წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის, კანონმდებლობით დადგენილი ვადების შესაბამისად წარდგენა სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის საშუალებით; გ) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, ასევე შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა; დ) ტენდერისა და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებების ორგანიზება, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭირო შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების მომზადება; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების პროცედურების ორგანიზება და დოკუმენტების ფორმების მომზადება; ვ) ტენდერებისა და ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება; ზ) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის შესაბამისად, წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება და საკრებულოსთვის წარდგენა; თ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდვების ბაზრის ან/და ფასთა კვლევის განხორციელება; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 8. დასკვნითი დებულებები 1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები. 3. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები