„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის № 62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის № 62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 14/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016853
30
09/07/2026
ვებგვერდი, 10/07/2026
010250050.35.137.016853
„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის № 62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2026 წლის 9 ივლისი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის № 62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის №62 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/11/2022 010250050.35.137.016607), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება: მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან – სამსახურის უფროსისაგან (შემდგომ – სამსახურის უფროსი), მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან, ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების უფროსისაგან (შემდგომ – განყოფილების უფროსი) და სამსახურის მოხელეებისაგან.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობას ახორციელებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლითა და განყოფილების უფროსის სამუშაო აღწერილობით.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2მუხლი:

„მუხლი 21. სამსახურის შემადგენლობა

1. ზედამხედველობის სამსახურის შემადგენლობაში შედის:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

გ) სამსახურის მოხელეები.

2. სამსახურის სტრუქტურის ქვედანაყოფია:

ა) ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილება.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3მუხლი:

მუხლი 31. ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილება

ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) პრიორიტეტების შერჩევა, შესაბამისად, დეფექტური აქტების მომზადება, მშენებარე ობიექტების ინსპექტირება და გეგმა-გრაფიკის შესრულების კონტროლი. საპროექტო სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებაში მონაწილეობის მიღება;

გ) შესრულებული სამუშაოების შესაბამისი დასკვნებისა და აქტების მომზადება;

დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება და მათი წარდგენა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურისათვის;

ე) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადება და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერისა და სხვა უწყებებისა და ორგანიზაციებისათვის წარდგენა;

ვ) მუშაობის პროცესში შემსრულებლის მიერ მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით სამუშაოების შესრულების ინსპექტირება-კონტროლი;

ზ) სტრუქტურულ ერთეულში შემოსული კორესპონდენციის მიღება, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება;

თ) სარეაბილიტაციო ობიექტებზე ფოტომასალის შედგენა;

ი) ყველა იმ საქმიანობისა და ფუნქცია-მოვალეობათა განხორციელება, რაც მიეკუთვნება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს მოქმედი კანონმდებლობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და მოხელის სამუშაო აღწერილობის შესაბამისად.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების შედგენისა და ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდების უფლებამოსილება

1. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მესამე რანგის პირველი და მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის საკითხებში მიენიჭოს:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513 , 55-ე, 96, 150-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება;

 ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556,771, 825, 103-ე, 1191, 1461, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1525, 1526, 1534, 1585 მუხლების პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდების უფლებამოსილება.

2. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მესამე რანგის პირველი და მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტებს არქიტექტურისა და კეთილმოწყობის საკითხებში მიენიჭოს:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: 401, 1341, 148-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 1522 და 1662 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდების უფლებამოსილება;

ბ) საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე მუხლების პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 14 აგვისტოდან.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი