„პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის №11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 90/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 13/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.018869
90/ნ
13/07/2026
ვებგვერდი, 14/07/2026
430060000.22.022.018869
„პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის №11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №90/ნ

2026 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

„პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის №11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის №11/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 18/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.017992) დამტკიცებული „პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“:

1.  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის1ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ხარისხის განვითარების ცენტრი უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის, ხოლო მართვის სისტემა – იმავე პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას. აღნიშნული ინფორმაციის სისტემაში ასახვა ხდება პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის დამტკიცების/მასში ცვლილების/დამატების შეტანის/გაუქმების გადაწყვეტილების მიღებიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება სამართლებრივი აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.“.

3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ხარისხის განვითარების ცენტრი, ხოლო დამოუკიდებელი პროფესიული მოდულის შემთხვევაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას. აღნიშნული ინფორმაციის სისტემაში ასახვა ხდება:

ა) მოდულის დამტკიცების/მასში ცვლილების/დამატების შეტანის/გაუქმების გადაწყვეტილების, ასევე იმ გადაწყვეტილების, რომლებიც იწვევენ ცვლილებას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციაში, მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოუკიდებელი პროფესიული მოდულის შემუშავების შემთხვევაში, არაუგვიანეს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“.

4. 25-ე მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„6. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტებისა და მოდულების შესახებ სისტემაში არსებულ ინფორმაციაში, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილების შეტანაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს ხარისხის განვითარების ცენტრი, გარდა მოდულის საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი მაქსიმალური ოდენობისა და მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციისა. მოდულის საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი მაქსიმალური ოდენობის და მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციის სისტემაში შეტანაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს მართვის სისტემა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე