„საქართველოს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 ივნისის №05/12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 ივნისის №05/12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05/74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის მინისტრი
მიღების თარიღი 10/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 450020000.22.088.016142
05/74
10/07/2026
ვებგვერდი, 13/07/2026
450020000.22.088.016142
„საქართველოს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 ივნისის №05/12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურის მინისტრი
 

საქართველოს კულტურის მინისტრის

ბრძანება №05/74

2026 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 ივნისის №05/12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 ივნისის №05/12 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17/06/2025, სარეგისტრაციო კოდი: 450020000.22.088.016080) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) კომპეტენციის ფარგლებში კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულების, შეთანხმებების გაფორმებისა და მათში ცვლილების შეტანის/მათი გაუქმების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

2) კომპეტენციის ფარგლებში კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის მიზნით პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ სამინისტროში წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების უზრუნველყოფა;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე