დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან/და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების/დასკვნის მომზადებისათვის საჭირო კრიტერიუმებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 29 ოქტომბრის №81–№1-1/381 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 93 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300310000.22.034.017749 |
|
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან/და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების/დასკვნის მომზადებისათვის საჭირო კრიტერიუმებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 29 ოქტომბრის №81–№1-1/381 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
|
| მუხლი 1 |
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან/და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების/დასკვნის მომზადებისათვის საჭირო კრიტერიუმებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 29 ოქტომბრის №81 –№1-1/381 ერთობლივ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 30/10/2024; 300310000.22.034.017506) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან/და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სივრცის დაგეგმარების გეგმების ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის/პროექტის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების/დასკვნის მომზადებისათვის საჭირო კრიტერიუმებისა და წესის დამტკიცების შესახებ“. 2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტის, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტის, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ1“ ქვეპუნქტის, „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის, 211 და 221 მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:“. 3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან/და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სივრცის დაგეგმარების გეგმების ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის/პროექტის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების/დასკვნის მომზადებისათვის საჭირო კრიტერიუმები და წესი.“. 4. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან/და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სივრცის დაგეგმარების გეგმების ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის/პროექტის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების/დასკვნის მომზადებისათვის საჭირო კრიტერიუმები და წესი“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 109-ე მუხლის, ასევე „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტის, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტის, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის დ.ბ1 ქვეპუნქტისა და „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტისა და 211 და 221 მუხლების შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან/და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სივრცის დაგეგმარების გეგმების ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის/პროექტის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების/დასკვნის მომზადებისათვის საჭირო კრიტერიუმებს, თუ: ა) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება სამინისტროს სისტემის მფლობელობაში არსებული ობიექტიდან 100 ან 300 მეტრის რადიუსში მიმდინარეობს; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებასთან დაკავშირებული საპროექტო ტერიტორია მდებარეობს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან არაუმეტეს 300 მეტრის რადიუსში; გ) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი მოიცავს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან არაუმეტეს 300 მეტრის რადიუსში არსებულ ტერიტორიებს.“; გ) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. სივრცის დაგეგმარების გეგმების ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის/პროექტის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების განხილვისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები სივრცის დაგეგმარების გეგმების ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის/პროექტის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების განხილვასთან დაკავშირებით ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმები, სამინისტროს სისტემის ობიექტის კატეგორიის შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იქნეს, თუ: ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებასთან დაკავშირებული საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ობიექტიდან არაუმეტეს 300 მეტრის რადიუსში; ბ) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი მოიცავს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ობიექტიდან არაუმეტეს 300 მეტრის რადიუსში არსებულ ტერიტორიებს.“; დ) მე-4 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან/და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სივრცის დაგეგმარების გეგმების ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის/პროექტის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას/დასკვნას ამზადებს სამინისტროში შექმნილი კომისია (შემდგომ – კომისია). კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“; დ.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. კომისია სივრცის დაგეგმარების გეგმების ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის/პროექტის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების განხილვასთან დაკავშირებით დასმულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა და ამ გადაწყვეტილებას წარუდგენს სივრცის დაგეგმარების გეგმების ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციაზე/პროექტზე, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები