დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15-56 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.101.017452 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 14/02/2019; სარეგისტრაციო კოდი: №010260300.35.101.016576) და დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) განხორციელების წესის“ (დანართი №1):
1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტს „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს „გ1“, „გ2“, „გ3“ და „გ⁴“ ქვეპუნქტები: „გ1) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, გარდა საკონკურსო განაცხადისა, შესაბამის სფეროში მოღვაწე სუბიექტებს უფლება აქვთ, სამსახურს წარუდგინონ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შევსებული საპროექტო განაცხადი, სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული დამატებითი დოკუმენტაციის თანდართვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ორიენტირებული იქნება პროგრამის პრიორიტეტებზე, კერძოდ, საერთაშორისო/გაცვლითი და/ან სარეზიდენციო პროექტების განხორციელებაზე და ემსახურება ამ პუნქტით განსაზღვრულ მიზნებს; გ2) ამ პუნქტის „გ¹“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი საპროექტო განაცხადის განხილვისა და დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას, პროგრამისთვის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ამ წესის მე-4 მუხლისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს სამსახური; გ3) ამ პუნქტის „გ¹“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპროექტო განაცხადის წარდგენის, ხარვეზის დადგენისა და განხილვის წესზე ვრცელდება ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები; გ⁴) ამ პუნქტის „გ¹“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპროექტო განაცხადების მიღება ხორციელდება შეზღუდვის გარეშე, კალენდარული წლის განმავლობაში;“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი/საკონკურსო განაცხადი (მათ შორის, ამ წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „გ¹“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპროექტო განაცხადი) აკმაყოფილებს ამ წესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური მას განსახილველად უგზავნის შესაბამის კომისიას, რომელიც გასცემს რეკომენდაციას საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში საკონკურსო განაცხადის/საპროექტო განაცხადის განხილვაზე.“; გ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საკონკურსო განაცხადი/საპროექტო განაცხადი პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში: ბ.ა) საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა – საგამომცემლო საქმიანობის ფარგლებში, კულტურულ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსებას ექვემდებარება: ქალაქ თბილისის ისტორიის, კულტურის, ურბანული არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მონოგრაფიები, კატალოგები, ვიზუალური მასალა, კომიქსები, ქალაქ თბილისისა და თბილისელთა შესახებ შექმნილი მხატვრული ტექსტები და მემუარები. აღნიშნული პროგრამა არ ითვალისწინებს სასკოლო, საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების, საბავშვო ლექსებისა და მოთხრობების, პოეტური და პროზაული კრებულების, მუსიკის სახელმძღვანელოებისა და ნოტების, ჟურნალ-გაზეთების, ალმანახის და სხვა პერიოდული გამოცემების დაფინანსებას; ბ.ბ) დიზაინისა და ხალხური რეწვის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ტექნოლოგიური ჯგუფების – ტექსტილი, კერამიკა, ბატიკი, ანაბეჭდი (პრინტი), ხეზე კვეთა, მინანქარი, მეტალი და საიუველირო ხელოვნება; მინის, ტყავის, ქვის მხატვრული დამუშავება, აღდგენა, განვითარება და პოპულარიზაცია; ფუნქციონალური ჯგუფების: აქსესუარის, ტანსაცმლის, სამკაულის, ჭურჭლის, ავეჯის, მუსიკალური საკრავის, იარაღის, სათამაშოს, სუვენირის წარმოების ხელშეწყობა; ბ.გ) მედიახელოვნების სფეროს პროექტების ხელშეწყობა – თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ციფრული და ვირტუალური ხელოვნება, რობოტიკა, ციფრული ფოტოგრაფია, ურბანული მედიახელოვნება, აუდიოვიზუალური ინსტალაციები, ანიმაცია, ხელოვნური ინტელექტი და სხვა; ბ.დ) თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობა – ქუჩის მხატვრობის, ფოტოგრაფიის, შემოქმედებითი ინსტალაციის, ურბანული და კონცეპტუალური ხელოვნების, ინოვაციურ-შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობა;“; დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თუ საპროექტო განაცხადით/საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს.“; ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით/საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, რათა მან აღნიშნული პროექტი განსახილველად წარუდგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.“. 3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაფინანსების მიმღები სუბიექტი, მათ შორის, ამ წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „გ¹“ ქვეპუნქტის შესაბამისად საპროექტო განაცხადის საფუძველზე დაფინანსებული პირი, ვალდებულია წარადგინოს მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აგრეთვე ინფორმაცია სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული შესრულების ანგარიშის ფორმის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები