„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15-57
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.017450
15-57
10/07/2026
ვებგვერდი, 13/07/2026
010260050.35.101.017450
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
       ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15-57

2026 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-6 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების  თარიღი: 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016459) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის  იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების“:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 391 მუხლის საფუძველზე, ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე თბილისის მერიაში შემოსული განცხადებების განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში;“.

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომლებსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს  თბილისის მერი.“.

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 391 მუხლის საფუძველზე, ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე თბილისის მერიაში შემოსული განცხადებების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობის მიღება, შემდგომში თბილისის მთავრობისათვის წარდგენის მიზნით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე