ლენტეხის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.115.016469
15
16/07/2026
ვებგვერდი, 17/07/2026
010250050.35.115.016469
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2026 წლის 16 ივლისი

დაბა ლენტეხი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების  მე-2 მუხლის შესაბამისად,   ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „ლენტეხის  მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების  განსახორციელებლად  საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის  წესი“ დანართის N-1 -ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით პირველი



დანართი  №-1
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესი

მუხლი 1. მოქმედების სფერო
ლენტეხის  მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას და განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებული ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანო (შემდგომში – დაწესებულება) ლენტეხის  მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია;

ბ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე;

გ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მივლინებების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე;

დ) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.


მუხლი 3. განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირს:

 

ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;

ბ) ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერს;

გ) ლენტეხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს;

დ) ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს.


მუხლი 4. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი
1. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობა დგინდება შემდეგი პრინციპით: 100 საშტატო ერთეულამდე ყოველ 20 საშტატო ერთეულზე 1 სამორიგეო ავტომობილი, ხოლო 100-ის ზევით ყოველ 50 საშტატო ერთულზე 1 ერთეული.

2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით.

3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს.

4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ.


მუხლი 5. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი
1. ავტომობილების კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილების ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.

2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს შესაბამისი კლასის ავტომობილისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის.

3. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა.

4. მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ცხრილი №1 და ცხრილი №2-ის მიხედვით, რომელიც ამ წესს თან ერთვის.


მუხლი 6. წესით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენა
დაწესებულების სპეციფიკიდან და თავისებურებიდან გამომდინარე, წინამდებარე წესიდან გამონაკლისების შესახებ მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიის შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე.

ცხრილი №1

მსუბუქი ავტომობილები

 

1

ძრავის მოცულობა არანაკლებ  (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)

1.1

2

ცხენის ძალა არანაკლებ

77

3

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5- საფეხურიანი

4

სიგრძე არანაკლებ

3850

5

სიგანე არანაკლებ

1695

6

სიმაღლე არანაკლებ

1455

7

წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ-ზე არაუმეტეს

8 ლიტრი

8

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი); 3 წელი ან 150000  კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)  სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი) 

9

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი)  ან IIHS  (ამერიკული ქრაშტესტი)ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

10

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

11

აუცილებელი მოთხოვნები

- სათადარიგო საბურავი;

- წინა 2 უსაფრთხოების ბალიში;

-  კონდიციონერი;

-  აუდიოსისტემა;

- უკანა საქარე მინის

   ელ. გათბობა;

- საჭის გამაძლიერებელი;

- ABS


ცხრილი №2

მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი

 

1

ძრავის მოცულობა არანაკლებ  (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)

1.0

2

ცხენის ძალა არანაკლებ

82

3

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5- საფეხურიანი

4

სიგრძე არანაკლებ

3665

5

სიგანე არანაკლებ

1600

6

სიმაღლე არანაკლებ

1575

7

წვა (შერეული წვის პირობებში)  100 კმ-ზე არაუმეტეს

9.3 ლიტრი

8

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი); 3 წელი ან 150 000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)  სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)  

9

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი)  ან IIHS  (ამერიკული ქრაშტესტი)ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

10

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

11

აუცილებელი მოთხოვნები

- სათადარიგო საბურავი;

- წინა 2 უსაფრთხოების ბალიში;

-  კონდიციონერი;

-  აუდიოსისტემა;

- უკანა საქარე მინის

   ელ. გათბობა;

- საჭის გამაძლიერებელი;

- ABS

- 4x4