დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.114.016560 |
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, 12I მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთები და მისი გადახდის ინსტრუქცია დანართი 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა განისაზღვროს დანართი 2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და გადახდის ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 ივნისის №6 დადგენილება. (www.matsne.gov.ge; 21/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.114.016422). |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
დანართი 1
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთები და მისი გადახდის ინსტრუქცია
|
.
|
მუხლი 1.
ზოგადი ნაწილი |
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდეგში – ინსტრუქცია) აწესრიგებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთს, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის მქონე, დასახლებულ ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელს. 3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 4. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება მოსაკრებლის ოდენობის შესახებ. 5. მოსაკრებლის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ღონისძიებები. |
მუხლი 2.
მოსაკრებლის გადამხდელი |
მოსაკრებლის გადახდა სავალდებულოა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების, გატანის სისტემის მქონე ტერიტორიებზე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის – ამ ინსტრუქციის თანახმად. |
მუხლი 3.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი |
1. მოსაკრებლის განაკვეთს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. მოსაკრებელის განაკვეთი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის (გარდა დაბა ბახმაროს ტერიტორიისა) დასუფთავებისათვის განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 0.50 ლარით. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. 3. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება მათი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დაკავებული ფართის ან წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოცულობის (კუბური მეტრის) მიხედვით. ნარჩენების მოცულობის მიხედვით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 ლარს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე. 4. მოსაკრებელი დაბა ბახმაროს ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 3 (სამი) ლარის ოდენობით. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. 5. მოსაკრებლის გადახდის მოკლე ტექსტური შეტყობინება, დასუფთავების გადასახადების ელექტრონული პროგრამის საშუალებით, ეგზავნება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს ან/და მოსარგებლეს, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 6. მოსაკრებლის გადახდის მოკლე ტექსტური შეტყობინება, გაიგზავნება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 7. მოსაკრებლის გადახდის მოკლე ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ქვითრის ნომერს, აბონენტის საიდენტიფიკაციო კოდს/პირად ნომერს, აბონენტის სახელს, გვარს, სულადობას, გადასახდელ თანხასა და გადახდის ვადას. 8. ფიზიკური პირი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებელს იხდის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 9. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს მოსაკრებლის მოკლე ტექსტური შეტყობინებაში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის მიერ. 10. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. 11. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, ყოფილმა მესაკუთრემ, მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა. 12. თუ ახალი განაკვეთის ამოქმედებამდე გადახდილი მოსაკრებელი ნაკლები აღმოჩნდა ახალი განაკვეთის შესაბამისად გადასახდელ თანხაზე, სხვაობა გადაიხდება ახალი განაკვეთის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში. თუ წინასწარ გადახდილი თანხა აღემატება ახალ განაკვეთს, ზედმეტად გადახდილი თანხა ჩაითვლება მომდევნო გადასახადში. |
მუხლი 4.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება |
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის, ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის, მომსახურების მიწოდებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.
2. საწარმოო ობიექტმა ან/და ორგანიზაციამ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ ფუნქციონირებს და არ წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს (შესაბამისი დასაბუთებით), მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ განთავისუფლდება მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. 3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები თავისუფლდებიან მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდება: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, სოციალურად დაუცველი ოჯახები კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმით (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა უტოლდება ან ნაკლებია 65 000 ქულაზე); ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები; გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები; დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები.
|
მუხლი 5.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი, პერიოდულობა და ვადები |
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით. მოსაკრებელი გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში, მუნიციპალიტეტის შესაბამის ანგარიშზე ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით. მოსაკრებლის გადახდა დასტურდება მოსაკრებლის გადახდის თაობაზე გაცემული, შესაბამისი ქვითრის წარდგენით.
2. მოსაკრებელი გადაიხდება ყოველთვიურად, საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა. 3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. 4. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. |
მუხლი 6.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის |
1. მოსაკრებლის ამოღების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი – „ჩოხატაურის სერვის ჯგუფი“ (ს/კ 242008796), რომელიც უზრუნველყოფს:
ა) მოსაკრებლის გამოანგარიშების და ბიუჯეტში შეტანის ორგანიზებას; ბ) სააბონენტო მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მართვას; გ) კვარტალური ანგარიშის წარდგენას. 2. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დანართი 2
|
დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა
|
.
|
ცხრილი 1
დაბა ბახმაროს ტერიტორიაზე ორგანიზაცია-დაწესებულებების დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა ცხრილი 2
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები