დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.127.016532 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის, 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულება“ თანდართული რედაქციით (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბროს №38 დადგენილება (ვებგვერდი, 09/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260010.35.127.016261).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 18 აგვისტოდან.
|
|
დანართი №1
|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური (ტექსტში შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მხარდაჭერისა და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების განხორციელებას. სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ნორმების საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, სხვა მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მერიის დებულების, წინამდებარე დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა აქტების შესაბამისად. სამსახურის იურიდიული მისამართია: ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №11. სამსახურს აქვს საკუთარი დასახელების აღნიშვნით შტამპი და ბეჭედი. მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპები სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე; დ) დისკრიციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე; ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეწონასწორებით; ვ) მიუკერძოებლობა; ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა. მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები 1. სამსახურის უფლებამოსილებებია: ა) შეიმუშაოს და განახორციელოს სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამები; ბ) რეგისტრაციაში გაატაროს და შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოს უსახლკაროები; გ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვებისა და მოხუცების საზოგადოებასთან ადაპტირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება; დ) შეიმუშაოს და განახორციელოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე მცხოვრებ დევნილთა საქმეებზე მუნიციპალური პროგრამები; ე) შეიმუშაოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამები; ვ) კოორდინაცია გაუწიოს და მონაწილეობა მიიღოს სოციალურ სფეროში სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელ პროგრამებს; ზ) შეიმუშაოს და გაატაროს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჯანდაცვის პროგრამები; თ) გაუწიოს სოციალური დახმარება და სხვა სახის შეღავათები მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებს; ი) განახორციელოს მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება; კ) ორგანიზება გაუწიოს იმ პირთა აღრიცხვას, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან; ლ) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კოორდინაცია და მონიტორინგი გაუწიოს ომის ვეტერანთა საქმეებს; მ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები; ნ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირება, მათი საჭიროებების განსაზღვრა და შეფასება, პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდება; ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვა და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება; პ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირება და მასზე შესაბამის რეაგირება; ჟ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და მათში ჩართვის ხელშეწყობა; რ) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა; ს) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარება; ტ) ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელებას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში; უ) ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, აგრეთვე მათი განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას, დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში; ფ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადებას, განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგსა და შეფასებას; ქ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციის მიზნით, კოორდინირებულ თანამშრომლობას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ღ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაციას; ყ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენასა და განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნას; შ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა; ჩ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება; ძ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას. 2. სამსახურის ამოცანებია: ა) სოციალური პირობების გავლენის შესწავლა; ბ) მოსახლეობის დაუცველი ფენებისათვის მოსახლეობის სოციალური გარანტიების განმტკიცების მიზნით სოციალური დახმარებისა და სხვადასხვა სახის შეღავათების გაწევა; გ) სამზრუნველო დაწესებულებების ქსელის განვითარება, თავშესაფრების მოწყობა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარება; დ) მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და მონაცემთა ბაზის შექმნა; ე) დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარება. ვ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჯანდაცვის პროგრამების შემუშავება; ზ) ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელებას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში; თ) ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, აგრეთვე მათი განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას, დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში ი) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია 1.სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან მეორადი სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების) და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან (შემდგომ – მოხელე); სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის განყოფილება ბ) ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება 2.სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მუხლი 5 .სამსახურის უფროსის ფუნქციები 1. სამსახურის უფროსი ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკივშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურეობრივ მოვალეობებს; დ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს; ე) ხელს აწერს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიების მუშაობაში; თ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგისა და ხარჯთაღხიცხვაში ცვლილებებსა და დამატების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში. 2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე. მუხლი 6. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი) არის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი): ა) წარმართავს განყოფილების მიმდინარე საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებას; დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას; ე) ადმინისტრირებას უწევს სამსახურის თანამშრომლებთა საქმიანობის შეფასებას, სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მოტივაციის, პროფესიული განვითარების პროცესების შესახებ, აგრეთვე აინიცირებს მათ წახალისებას ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდებას; ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით (წინადადებით) და მერის დავალებით (ბრძანებით), განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე. 4. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია: ა) წინამდებარე დებულებით განყოფილებისათვის გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების ჯეროვან და ხარისხიან შესრულებაზე; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ან ვიზირებული ცნობების, დოკუმენტებისა და დასკვნების სისწორესა და სიზუსტეზე; გ) განყოფილების მოსამსახურეების მიერ შესასრულებელი სამუშაოს ხარისხსა და ვადების დაცვაზე; დ) განყოფილების მოსამსახურეების მიერ შრომის შინაგანაწესის, ეთიკის ნორმების, უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის წესების დარღვევის ან შეუსრულებლობის ფაქტებზე დროულ რეაგირებაზე. მუხლი 7. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის განყოფილების ფუნქციები 1. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის განყოფილების ფუნქციებია: ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; ბ) კოორდინაციას უწევს სოციალურ სფეროში სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელ პროგრამებს; გ)მუშაობს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების საკითხებზე; დ) ახორციელებს საქმიანობას სოციალური დახმარების და სხვა სახის შეღავათების მისაღებად მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებისათვის; ე) ახორციელებს იმ პირთა აღრიცხვას, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან; ვ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიური იდენტიფიცირება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კოორდინაცია და მონიტორინგი გაუწიოს ომის ვეტერანთა საქმეებს; ზ) ახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებს სამსახურისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფუნქციის ფარგლ;ებში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში. მუხლი 8. ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფუნქციები 1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) არის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით შექმნილი მეორადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში. 2. განყოფილების ფუნქციებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების სფეროში წარმოადგენს: ა) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში; ბ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში; გ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება; დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა; ე) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა; თ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა; ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 9. სოციალური დახმარების გაცემის პროცედურა სოციალური დახმარება გაიცემა ზესატაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების განმკარგავი (გამცემი) მუდმივმოქმედი კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობას (თავმჯდომარე, მდივანი, წევრები) და მუშაობის წესს განსაზღვრავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი. მუხლი 10. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ზესატაფონის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახური. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) მონაცემების კომპიუტერულ დამუშავებაზე. მუხლი 11. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე 1. სამსახურის მოხელის უფლება-მოვალობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამ დებულებით; 2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარით და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურეობრივი კარიერული განვითარება; ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით; ზ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; თ) აინაზღაუროს სამსახურეობრივი მივლინების ხარჯები; ი) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღის ოდენობით; კ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით; 3. სამსახურის მოხელე მოვალეა: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა განსაზღვრული სამსახურეობრივი ფუნქციები; გ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი; დ) შეასრულოს ზემდგომი პირის დავალებები; ე) შეასრულოს გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ვ) გაუფრთხილდეს სამსახურისათვის გადაცემულ ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება; ზ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. 4. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 12. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები. სამსახურის შემადგენლობაში არსებული თანამდებობები დგინდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხით. მუხლი 13. სამსახურის საქმიანობის კონტროლი სამსახურის საქმიანობა ექვემდებარება კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას; სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. მუხლი 14. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა 1. ამ დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც არ არის დარეგულირებული ამ დებულებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები