დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/264 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
|
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2026 წლის 4 მაისის №01/905 განცხადება – ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გამოარკვია:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი), რომელიც დაფინანსდა აზიის განვითარების ბანკის მიერ, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებული 2017 წლის 12 ივნისის სასესხო შეთანხმებაში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 20 სექტემბრის №1295-Iს დადგენილებით) 2020 წლის 28 იანვარს გაფორმებული №2 ცვლილების წერილის-შეთანხმების (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 21 მაისის №5903-Iს დადგენილებით) ფარგლებში.
ბაკურციხე-წნორის სამოდერნიზაციო სამანქანო გზა იკვეთება 23 მცირე და დიდი ხევით, ერთი ირიგაციული დანიშნულების მაგისტრალური არხით და მისი 9 დიდი გამანაწილებლით.
პროექტის ფარგლებში უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში მდებარე 4300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის - 1165 კვ.მ (ს/კ 51.14.58.103) მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე (მესაკუთრეები: ჯანო ჯანიკაშვილი (პ/ნ 01811111050), ვანო სამადაშვილი (პ/ნ 13001023533) და ელისო სამადაშვილი (პ/ნ 13001018042). წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო: საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. დადგენილია, რომ პროექტის განხორციელების არეალში ექცევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში მდებარე 4300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი - 1 165 კვ.მ (ს/კ 51.14.58.103) მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები. ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის N1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2026 წლის 8 ივლისის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად. 2. საავტომობილო გზების დეპარტამენტი განისაზღვროს ექსპროპრიაციის განმახორციელებელ სუბიექტად. 3. საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს უფლებამოსილება პროექტის არეალში მოქცეულ ჯანო ჯანიკაშვილის (პ/ნ 01811111050), ვანო სამადაშვილის (პ/ნ 13001023533) და ელისო სამადაშვილის (პ/ნ 13001018042) თანასაკუთრებაში არსებულ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში მდებარე 4300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 1 165 კვ.მ (ს/კ 51.14.58.103) მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე, ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64). მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ენუქიძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები