დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 14/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.112.016610 |
|
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 122-ე – 128-ე მუხლების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093, 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე ნაწილების, 240-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების დანართი №1-ის მე-17 პუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი №-1-ის თანახმად.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი №2-ის თანახმად. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას მითითების, შემოწმების აქტის, უწყების, შემოწმების აქტის (მითითების გარეშე), დადგენილების, ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის მიზნით განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტის ადგილზე დათვალიერების ოქმის ფორმები №3–№11 დანართების თანახმად.
|
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა და გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა №12 და №13 დანართების თანახმად. |
| მუხლი 5 |
დამტკიცდეს სააღსრულებო ფურცლის ფორმა №14 დანართის თანახმად. |
| მუხლი 6 |
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 ივნისის №24 დადგენილება (ვებგვერდი, 29.06.2022, სარ. კოდი: 010250000.35.112.016490); ბ) „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 აპრილის №11 დადგენილება (ვებ გვერდი 29.04.2022; 010250050.35.112.016477); გ) „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 4 აპრილის №12 დადგენილება (ვებგვერდი, 06.04.2023; სარ. კოდი: 010250050.35.112.016515); დ) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართამდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აგვისტოს №17 დადგენილება (ვებგვერდი, 25.08.2023, სარ. კოდი: 010250020.35.112.016520).
|
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 14 აგვისტოდან. |
|
დანართი №1
|
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
|
მუხლი 1.
რეგულირების საგანი |
1. ეს წესი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ (შემდგომში – „ინსპექციაში“) თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას მკაცრი აღრიცხვის ფორმის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამართლებრივ მექანიზმებს.
2. ინსპექციაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე. |
მუხლი 2.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, ფორმებით მომარაგება, გაცემა და დაბრუნება
|
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების წარმოებას, ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ სათანადო წესით უფლებამოსილი პირი. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრაციისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი/სათანადოდ უფლებამოსილი პირი წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს განცხადების (წერილის) საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს; ბ) ინფორმაციას მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახელწოდებისა და მიზნობრივი დანიშნულების შესახებ; გ) რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუშს გაყალბებისაგან დამცავი ყველა ნიშნის აღნიშვნით; დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დასკვნას მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშის (პროექტების) შეთანხმების თაობაზე, შესაბამის ნიმუშთან (პროექტთან) ერთად; ე) მკაცრი აღრიცხვის ფორმაზე აღნიშნული უნდა იყოს ფორმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები ,,სემგს რეგისტრაციის №”. 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმები (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები) ინახება სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას. 5. სათანადო წესით უფლებამოსილი პირის მიერ ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება შესაბამის ჟურნალში.
|
მუხლი 3.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და საქმის წარმოება |
1. ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმს
ინსპექციის
სათანადოდ
უფლებამოსილი
პირი
ადგენს
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით
გათვალისწინებული
, თვითმმართველობის
უფლებამოსილებას
მიკუთვნებული
სამართალდარღვევის
ფაქტების
გამოვლენისას
.
2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად , რომელთაგან : ა ) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს ) და ერთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ; ბ ) მეორე – ჰბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ , თუ სამართალდამრღვევი ესწრება ოქმის შედგენას ; გ ) მესამე – რჩება ოქმის შემდგენელთან . 3. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით . ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით , დაუშვებელია გადახაზვა , გადაფხეკა , გადაშლა და ა .შ . ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი , ძველი გადაიხაზება ჯვარედინად , რომელსაც ოქმის შემვსები , მოხსენებითი ბარათით , გაუქმების მიზეზების მითითებით , აბარებს ოქმის გამცემს (აღრიცხვა -ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს ). 4. ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლება -მოვალეობანი , რაც აღინიშნება ოქმში . 5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება : ა ) ოქმის შედგენის ადგილი და თარიღი ; ბ ) ოქმის შემდგენის თანამდებობა , სახელი და გვარი ; გ ) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ – სახელი , გვარი , მისამართი , პირადი ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი ) და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში ); დ ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი , დრო და არსი , ნორმატიული აქტის დასახელება , რომელიც იქნა დარღვეული ; ე ) ნორმატიული აქტი (ნორმაზე მითითებით ), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის ; ვ ) მოწმეთა ან /და დაზარალებულთა სახელები , გვარები და მისამართები , თუ ასეთები არიან ; ზ ) სამართალდამრღვევის ახსნა -განმარტება ; თ ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები . 6. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი . თუ არიან მოწმეები და დაზარალებულები , ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც . 7. იმ შემთხვევაში , თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე , ოქმის შემდგენის მიერ ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი . 8. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა -განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო , აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები . 9. ოქმი , მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ , ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს ), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე . 10. ოქმის შემდგენი და საქმის განმხილველი ორგანო ვალდებული არიან , საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე -2 ნაწილის თანახმად , ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან ან /და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს ).
|
მუხლი 4.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა რეგისტრაცია |
1.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მონაცემები შეიტანება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოტანილი დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი №4) (შემდგომში – რეგისტრაციის ჟურნალი), შესაბამისი გრაფების შევსებისა და საქმის რეგისტრაციის ნომრის დაფიქსირების გზით.
2. რეგისტრაციის ჟურნალი იწარმოება ინსპექციაში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი პასუხისმგებელი პირის მიერ. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ექვემდებარება აუცილებელ რეგისტრაციას რეგისტრაციის ჟურნალში მათი შედგენიდან (გამოტანიდან) სამი სამუშაო დღის ვადაში. |
მუხლი 5.
რეგისტრაციის ჟურნალის შევსების წესი
|
1. რეგისტრაციის ჟურნალის პირველ და მეორე გრაფაში შეიტანება საქმის რიგითი ნომერი და რეგისტრაციის თარიღი.
2. მე-3-მე-10 გრაფებში მიეთითება მონაცემები სამართალდარღვევის ჩამდენი პირის შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში – გვარი, სახელი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, უფლებამოსილი წარმომადგენლის გვარი, სახელი, თანამდებობა, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის ნომერი და მოქალაქეობა. 3. მე-11-მე-14 გრაფებში მიეთითება მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე. 4. მე-15-21-ე გრაფებში მიეთითება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების თაობაზე. 5. 22-ე გრაფაში მიეთითება მონაცემები გადახდილი ჯარიმის თაობაზე. 6. 23-ე გრაფაში მიეთითება ინფორმაცია დანაშაულის ნიშნების არსებობის თაობაზე. 7. თუ ოქმი იგზავნება სასამართლოში განსახილველად, 24-ე გრაფაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა, ხოლო მე-15-23-ე გრაფები არ ივსება. |
მუხლი 6.
გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა |
1. ოქმის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის (დანართი 5) (შემდგომში – ჩამოწერის აქტი) შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური ნუმერაცია. 3. ჩამოწერილი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/344 ბრძანების შესაბამისად.
|
დანართი №2
|
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება (ბრძანება). მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებების შესახებ. კერძოდ, გამოწერილი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მხარისათვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე გამოწერილი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი – სასამართლოში. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამკვეთი: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია დამამზადებელი: სემგს-ს რეგისტრაციის №
|
დანართი №3
|
ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექცია“
|
ქ . ლანჩხუთი „----“ -------------- 2-- წ . მითითება N-
დამრღვევის დასახელება და მისამართი :------------------------------------------------ -------------------------------------------------------------------------------------------------------- (მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები ) ობიექტის დასახელება და მისამართი (საკადასტრო კოდი ) ------------------------------------------------------------------------ -------------------------------- მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპის დარღვევის სახეობა , შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები --------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------- ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე , ადგილი აქვს საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ---------- მუხლის /ნაწილის --------------- პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევას . საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვრება ----------------------------------- ლარით . დარღვევის გამოსწორების ვადა ------------------------------------------------------ დღე . მითითების შეუსრულებლობისას ან ვადების დარღვევისას თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად . ა (ა )იპ „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექციის “ ------------------------------------------შემსრულებელი ------------------------------------------------------------------------------------- ბ .ა . შენიშვნა : მითითება წარმოადგენს დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას , განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით შეასრულოს მასში აღნიშნული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად .
|
დანართი №4
|
ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექცია“
|
ქ. ლანჩხუთი „----“ -------------- 20-- წ.
შემოწმების აქტი N—
შემოწმების აქტი დგება მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დასადგენად. მითითების № ------------------- თარიღი ------------------------დამრღვევის დასახელება და მისამართი -------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------- ობიექტის დასახელება და მისამართი ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი/ან დარღვევის სახეობა: ------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------ -------------------------------------------------------------------------------------------------------- აქტის შედგენის მომენტში მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა აჩვენებს, რომ დამრღვევის მიერ -------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------
აღნიშნულიდან გამომდინარე, აქტს ვადგენთ მასზე, რომ მითითება N------------------- ა) შესრულდა; ბ) არ შესრულდა; გ) ვადების დარღვევით სრულდება. შემოწმების აქტის შემდგენი (სახელი, გვარი, თანამდებობა): 1. ----------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- 2. --------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------- 3. -------------------------------------------------------------------------------------------- აქტი ჩაბარდა და გაეცნო (სახელი, გვარი, მისამართი) -------------------------------------------------------------------------------------------------------- ბ.ა. |
დანართი №5
|
ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექცია“
|
ქ . ლანჩხუთი „----“ -------------- 20 ---წ . შემოწმების აქტი (მითითების გარეშე ) N შემოწმების აქტი დგება ------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------ დამრღვევის დასახელება და მისამართი ------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------ ---------------------------------------------------------------------------------------------- ობიექტის დასახელება და მისამართი --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- აქტის შედგენის მომენტში მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა აჩვენებს , რომ დამრღვევის მიერ --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე , ადგილი აქვს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის --------მუხლით ---------------------------------გათვალისწინებულ დარღვევას ---------------------------------------შემოწმების აქტის შემდგენი (სახელი , გვარი , თანამდებობა ): 1)--------------------------------------------------------------------------------------------------- 2) ---------------------------------------------------------------------------------------------------- 3)---------------------------------------------------------------------------------------------------- ჩაბჰარდა და გაეცნო (სახელი , გვარი , მისამართი ) ბ .ა .
|
დანართი №6
|
ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექცია“
|
ქ. ლანჩხუთი „-------“ ------------ 20-- წ. უწყება N— საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ გათვალისწინებული გამოვლენილი დარღვევის საფუძველზე, დაბარებული ხართ ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექციაში“ არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. დამრღვევის დასახელება, მისამართი-------------------------------------------------------------------------------------------------------------- ობიექტის დასახელება და მისამართი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ -------------------------------------გამოვლენილი დარღვევა --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------ საქმის განხილვის თარიღი, დრო-------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------საქმის განხილვის ადგილი -------------------------------------------------------------------------------------------------------- უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს. თუ ვერ ხერხდება მხარისათვის უწყების გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება უწყებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: საინფორმაციო დაფა; მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებელთათვის დროებით განთავსებული შენობა; მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე; გაფრთხილებთ, რომ მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას. უფლებამოსილი პირი --------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------
უწყების განთავსების თარიღი----------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------ ბ.ა |
დანართი №7
|
ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექცია“
|
დადგენილება
№—
--------------------------------------------------------------------------------------- ის დაჯარიმების შესახებ ქ . ლანჩხუთი ,,------‘‘ ------20--- წ . საფუძველი : საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი და მე -4 ნაწილების და 20- - წლის ----------№--------------შემოწმების აქტი
1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის -------------- მუხლის ––––------ნაწილის საფუძველზე ---------------- სამშენებლო სამართალდარღვევისათვის ---------------------------- ლარით დაჯარიმდეს ----------------------------------(სახელი , გვარი , (სახელწოდება ) საიდენტიფიკაციო მონაცემები )-------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------- 2 დადგენილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოს ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3. სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული ჯარიმა ჩარიცხულ იქნეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ------------------------------------------------------------------ დადგენილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში . 4. დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაერიცხოს საურავი დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით . 5. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან მისამართზე : ქ . ლანჩხუთი , კოსტავას ქ . №37, მისი გაცნობიდან 15 (თხუთმეტი ) დღის ვადაში , ხოლო შემდეგ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში , მისამართი : ქ . ოზურგეთი , ი . სიორიძის ქუჩა №26, კანონმდებლობით დადგენილი წესით . 6. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე . ა (ა )იპ „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექციიის “ დირექტორი ბ .ა
|
დანართი №8
|
ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექცია“
|
დადგენილება №
---------------------------------------------------------------------------------------- ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე და უნებართვო მშენებლობის შეჩერების შესახებ ქ. ლანჩხუთი „-----„-------------20--- წ.
საფუძველი: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 127-ე მუხლის 1-ლი და მე- 5 ნაწილები და 20- - წლის --------------------------------№ ---------------------------- შემოწმების აქტი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ------------------- მუხლის -------- ნაწილის -------------------- საფუძველზე --------------------------------------------------------------------------------------- მიერ შეჩერებულ იქნეს დარღვევის აღმოფხვრამდე მშენებლობა. 2. დადგენილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოს ------------------------ ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამშენებლო სამართალდამრღვევს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის შესაბამისად. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარმღვევს დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3601 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 4. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან მისამართზე: ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ. №37, მისი გაცნობიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში, ხოლო შემდეგ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა №26, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 5. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე. ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექციის“ დირექტორი ბ.ა
|
დანართი №9
|
ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექცია“
|
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
ქ. ლანჩხუთი „------“ --------------- 20-- წ.
1. საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 125-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილების ------------------------- ქვეპუნქტის საფუძველზე -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შეწყდეს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. 2. დადგენილება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაეცნოს------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან მისამართზე: ქ. ლანჩხუთი,კოსტავას ქ. №37, მისი გაცნობიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში, ხოლო შემდეგ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა №26, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექციის“ დირექტორი ბ.ა |
დანართი №10
|
ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექცია“
|
დადგენილება №--
---------------------------------------------------------------------------- ის კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ
ქ. ლანჩხუთი „------“ --------------- 20-- წ. საფუძველი: საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 127ე მუხლის მე-2 პუნქტის და 20- - წლის ––––––––––––––––– № –– შემოწმების აქტი.
1.----------------------------------------------------------------------- საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ -------------- მუხლის ----------------- ნაწილის საფუძველზე მოხდეს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად (ან ნაწილობრივ) დემონტაჟი -------------- დღის ვადაში 2. დადგენილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოს ---------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------- 3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან მისამართზე: ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ. №37, მისი გაცნობიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში, ხოლო შემდეგ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა №26, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე. ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექციის“ დირექტორი ბ.ა . |
დანართი №11
|
ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექციიის“ მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის მიზნით განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტის ადგილზე დათვალიერების ოქმის ფორმა
|
მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის მიზნით განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტის
ადგილზე დათვალიერების ოქმი №_________ უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი: __________________________________________________________
უფლებამოსილი პირის თანამდებობა: ___________________________________________________________________________
უძრავი ნივთის მესაკუთრე/მოსარგებლე
__________________________________________; პირადი №/ ს/კ _________________ სახელი და გვარი/ სახელწოდება
უძრავი ნივთის მისამართი: ___________________________________________________________________________ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში): _________________________________________
უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი/მისი რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში): ___________________________________________________________________________ დათვალიერების თარიღი და დრო: 20___ წლის ___ ____________; საათი _________ დათვალიერების მონაწილე პირები:
სამართალდამრღვევი: --------------------------------------------------------; პირადი №/ ს/ნ სახელი და გვარი/ სახელწოდება
ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექციის“ წარმომადგენლები:
__________________________________________; პირადი №__________________ (სახელი და გვარი) __________________________________________; პირადი №____________________ (სახელი და გვარი)
_________________________________; პირადი №____________________ (სახელი და გვარი)
დათვალიერების მონაწილე პირების მოსაზრებები/შენიშვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში): ____________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________ დათვალიერების და გამოკვლევის შედეგები: ____________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________ დანართი: საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ______ ფურცელი.
დათვალიერების მონაწილე პირთა ხელმოწერები: ___________________________________ __________________________________ ___________________________________ უფლებამოსილი პირის ხელმოწერა: ___________________________________
|
დანართი №12
|
საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
|
გაგრძელება
გაგრძელება
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №13
|
აქტი N (ფორმა)
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის ფორმა
|
(აქტის შედგენის ადგილი)
....... ............. 20 წ.
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრის ფორმების ჩამოწერის სისწორეს: ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი: ------------------------------ ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი: -------------------------
|
დანართი №14
|
სააღსრულებო ფურცლის ფორმა
ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო ფ უ რ ც ე ლ ი № ----- ა(ა)იპ – ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექცია
|
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სააღსრულებო ფურცლის გამცემის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციულ-სამარათლებრივი გამოტანის თარიღი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციულ-სამარათლებრივი აქტის ძალაში შესვლის თარიღი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილი) კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:
მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:
სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:
უფლებამოსილი პირი: __________________ /____________________/ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) ბ.ა.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები