დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.112.016598 |
|
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ მე-17 პუნქტის საფუძველზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად; გ) გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტი დანართი №3-ის შესაბამისად; დ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
|
მუხლი 1.
წესის რეგულირების საგანი |
წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (შემდგომში – სამართალდარღვევის ოქმი) შენახვის, შედგენის, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს. |
მუხლი 2.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირი |
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილია „შპს ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანია“ (ს/კ 433655822) (შემდგომში კომპანია).
2. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას განიხილავს „შპს ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის ბრძანებით უფლებამოსილი თანამშრომელი (შემდგომში „თანამშრომელი“). 3. ამ მუხლის მე-2 პუქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, თანამშრომელი უფლებამოსილია სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. 4. თანამშრომელი უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის წარმოებასა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. |
მუხლი 3.
საჯარიმო ქვითრის მომარაგების, შენახვის, გაცემისა და დაბრუნების წესი |
1. საჯარიმო ქვითრის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს კომპანია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით.
2. პოლიგრაფიული საწარმოდან საჯარიმო ქვითრების გამოტანის უფლება აქვს კომპანიის წარმომადგენელს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. საჯარიმო ქვითრის შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს კომპანიის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი. 3. საჯარიმო ქვითრის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. სათავსო, სადაც ინახება საჯარიმო ქვითრები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისგან. საჯარიმო ქვითრის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალში“ (ტექსტში შემდგომ – ჟურნალი) (დანართი №2). 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში. 5. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება კომპანიის დირექტორის ხელმოწერით და ბეჭდით. 6. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. 7. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დამხარებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი; ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღირიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 8. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. 9. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის რეგისტრაციის შემდეგ, პასუხისმგებელი თანამშრომელი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ. 10. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირთან, რომელიც შემდგომში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით გადაეცემა არქივს. 11. ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას. 12. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
|
მუხლი 4.
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა |
1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ექვემდებარება ჩამოწერას:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) საჯარიმო ქვითრის ფიზიკური დაზიანების გამო; გ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №3) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. 3. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 5.
ჯარიმის გადახდა
|
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლით (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის შემთხვევაში − 200 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
2. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებას იღებს კომპანიის დირექტორი.
|
მუხლი 6.
სააღსრულებო ფურცლის გამოწერა
|
კომპანიის დირექტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის (დანართი №4) გამოწერა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
|
მუხლი 7.
ვადების ათვლა
|
წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. |
დანართი №2
|
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
|
|
დანართი №3
|
აქტი №
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის _________________________________________________ (აქტის შედგენის ადგილი)
________ ____________________ 20--- წელი
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს:
კომპანიის დირექტორი / -----------------------------------/
ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი / -----------------------------------/
|
დანართი №4
|
სააღსრულებო ფურცლის ფორმა
ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო ფ უ რ ც ე ლ ი № -----
შპს – ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანია 433655882 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სააღსრულებო ფურცლის გამცემის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციულ-სამარათლებრივი გამოტანის თარიღი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციულ-სამარათლებრივი აქტის ძალაში შესვლის თარიღი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილი)
კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:
მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:
სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:
უფლებამოსილი პირი: __________________ /____________________ / (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) ბ.ა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები