დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლენილი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 ივლისის №282 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 341 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130040000.10.003.025890 |
|
„საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლენილი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 ივლისის №282 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლენილი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 ივლისის №282 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/07/2025, 130040000.10.003.025174) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3 1. დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენელს როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინების პერიოდში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შემდგომ ეძლევა თანამდებობრივი სარგო, რომელიც განისაზღვრება დაზვერვის სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული დაზვერვის ოფიცრის (კატეგორიის გარეშე) თანამდებობისათვის დადგენილი მინიმალური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის შესაბამისად, წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი, აგრეთვე შეიძლება მიეცეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები და ფულადი ჯილდო, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატები და ფულადი ჯილდო იანგარიშება დაზვერვის სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული დაზვერვის ოფიცრის (კატეგორიის გარეშე) თანამდებობისათვის დადგენილი მინიმალური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის ოდენობიდან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები