„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 24 ივნისის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 24 ივნისის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 342
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.025891
342
20/07/2026
ვებგვერდი, 22/07/2026
340170000.10.003.025891
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 24 ივნისის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №342

2026 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

 

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 24 ივნისის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 24 ივნისის №285 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2026, 340170000.10.003.025834) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მონაწილეობას შეძლებენ ის პოტენციური ბენეფიციარები, რომლებსაც არ აქვთ ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სახელშეკრულებო დარღვევა ან/და სასამართლო დავა, გარდა შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის კომპონენტის პოტენციური ბენეფიციარებისა, რომლებზეც არ ვრცელდება მიმდინარე სახელშეკრულებო დარღვევისა ან/და სასამართლო დავის არქონის მოთხოვნა.

2. ის ბენეფიციარები, ვისთანაც გაფორმდება ხელშეკრულება/ თანადაფინანსების შეთანხმება, თანადაფინანსებას მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში არ ექნებათ მიმდინარე სახელშეკრულებო დარღვევა ან/და სასამართლო დავა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“:

ა) მე-4 მუხლის:

ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)  ბენეფიციარი − საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანი ფიზიკური პირი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას და რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება და/ან თანადაფინანსების შეთანხმება;“;

ა.ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემედი რედაქციით:

„ტ) პოტენციური ბენეფიციარი − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი (გარდა გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტისა და შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისათვის ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტისა), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას და რომელთანაც შესაძლოა, გაფორმდეს ხელშეკრულება და/ან თანადაფინანსების შეთანხმება;“;

ბ) მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პოტენციურ ბენეფიციარს (გარდა შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის კომპონენტის პოტენციური ბენეფიციარებისა) არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე ან საგადასახადო დავალიანების ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს).“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე