„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 93/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 22/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018872
93/ნ
22/07/2026
ვებგვერდი, 22/07/2026
430210000.22.022.018872
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №93/ნ

2026 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებით (სსმ, №33, 19/03/2009; სარეგისტრაციო კოდი: 430.210.000.22.022.012.906) დამტკიცებული „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის“:

1. მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას, მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, ახდენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო (შემდგომ – აფხაზეთის სამინისტრო) ან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.

2. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას, აფხაზეთის სამინისტრო/ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აფხაზეთის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან (შემდგომ – საგანმანათლებლო რესურსცენტრები), ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, რომლებიც ვალდებულნი არიან მიაწოდონ მათ მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში დროულად, სრული მოცულობით და შეუფერხებლად.

მუხლი 3. განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენა

1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის აღიარების მიზნით, დაინტერესებული პირი აფხაზეთის სამინისტროს/ცენტრს წარუდგენს:

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილ წერილობით განცხადებას;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

გ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების კონკრეტული კლასის/ საფეხურის/სემესტრის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) ინფორმაციას მოწმეთა ვინაობის და საკონტაქტო მონაცემების შესახებ, რომლებიც დაადასტურებენ განმცხადებლის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზოგადი განათლების მიღების ფაქტს;

ე) იმ დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც შესაძლოა ინახებოდეს განმცხადებლის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) სხვა რაიმე დოკუმენტს ან ინფორმაციას, რაც ადასტურებს განმცხადებლის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზოგადი განათლების მიღების ფაქტს.

2. აფხაზეთის სამინისტრო/ცენტრი განიხილავს იმ დაინტერესებულ პირთა სრული ზოგადი განათლების აღიარების საკითხს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ისწავლეს ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და რომელთაც, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის გარდა, წარმოადგინეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. აფხაზეთის სამინისტრო/ცენტრი ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში განიხილავს იმ დაინტერესებულ პირთა სრული ზოგადი განათლების აღიარების საკითხს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უწყვეტად ისწავლეს ბოლო 1 წელი და არანაკლებ 1 წელი – საბაზო საფეხურზე. ობიექტური გარემოებების დადგენა/დადასტურების მიზნით, აფხაზეთის სამინისტრო/ცენტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციას.“;

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების მიზნით, აფხაზეთის სამინისტრო/ცენტრი ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, იკვლევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას, გამოითხოვს დოკუმენტებს, უსმენს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს, ასევე იმ პირებს, რომელთა მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენას და გადაწყვეტილებას იღებს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაინტერესებულ პირთა მიერ მათი შეფასების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში აფხაზეთის სამინისტრო/ცენტრი უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი შეფასების გადაყვანას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შეფასებაზე.“;

3. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება

1. ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ აფხაზეთის სამინისტრო/ცენტრი:

ა) აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებულ ზოგად განათლებას;

ბ) უარს ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებაზე.

2. აფხაზეთის სამინისტრო/ცენტრი აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებულ ზოგად განათლებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ან ადმინისტრაციული წარმოების შედეგად არ დგინდება პირის მიერ ზოგადი განათლების ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღების ფაქტი, ან არასაკმარისად/არასარწმუნოდ მიიჩნევს წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

3. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის, აგრეთვე სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აფხაზეთის სამინისტრო/ცენტრი გამოსცემს კონკრეტული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

4. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე აფხაზეთის სამინისტროს/ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომ – საინფორმაციო სისტემა). ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე აფხაზეთის სამინისტროს/ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საინფორმაციო სისტემას შეაქვს შესაბამისი ინფორმაცია ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

5. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე აფხაზეთის სამინისტროს/ცენტრის გადაწყვეტილებით დასტურდება განმცხადებლის მიერ ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევა.

6. აფხაზეთის სამინისტროს/ცენტრის გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული.

7. გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტებისა, ასევე უნდა შეიცავდეს დაინტერესებული პირის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს და ინფორმაციას იმ კლასის/საფეხურის თაობაზე, რომლის აღიარებაც მოხდა აფხაზეთის სამინისტროს/ცენტრის მიერ.

8. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის აღიარების თაობაზე აფხაზეთის სამინისტროს/ცენტრის გადაწყვეტილება წარმოადგენს ამ გადაწყვეტილებით აღიარებული განათლების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდგომი განათლების მიღების საფუძველს.

9. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე აფხაზეთის სამინისტროს/ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების ვადები

1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარება აფხაზეთის სამინისტროს/ცენტრის მიერ ხორციელდება შესაბამისი განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

2. იმ შემთხვევაში, თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა მოსაპოვებლად აუცილებელია 1 თვეზე მეტი, აფხაზეთის სამინისტრო/ცენტრი აღნიშნულთან დაკავშირებით აცნობებს განმცხადებელს. ასეთ შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე