დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.017494 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016873) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-8 პუნქტის: ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) თავდაცვის ძალების მმართველობის ადმინისტრირების სამსახური;“; ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-14 პუნქტის: ბ.ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კავშირგაბმულობის I ასეული; დ) კავშირგაბმულობის II ასეული;“; ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) უზრუნველყოფის ჯგუფი.“. 2. მე-11 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თავდაცვის ძალების მმართველობის ადმინისტრირების სამსახური – აერთიანებს ცალკეულ საშტატო ერთეულებს, რომელთა ძირითადი ფუნქციაა თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა, თავდაცვის ძალებში სამედიცინო საკითხებისა და სამხედრო მოძღვრების (კაპელანების) საქმიანობის კოორდინაცია, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინირებით თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზების უზრუნველყოფა, საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა.“; ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-17 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტები: „ი1) საჭიროების შემთხვევაში, გენერალური შტაბის მართვის პუნქტზე დაცვისა და თავდაცვის ღონისძიებების გატარება; ი2) კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის დისლოკაციის ადგილის, სარეპიტერო და რადიოსარელეო წერტილების დაცვა;“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კავშირგაბმულობის I ასეულის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კავშირგაბმულობის სისტემების მართვა, მათი მიბმა ტაქტიკური დონის სისტემებთან და ამ სისტემების მზადყოფნაში შენარჩუნების კონტროლი; ბ) სტრატეგიული დონის სტაციონარული მართვის პუნქტის კავშირგაბმულობის სისტემების მზადყოფნის შენარჩუნება; გ) სამინისტროს სატელეფონო ქსელების აგება, მომსახურება და ადმინისტრირება სტაციონარულ პირობებში; დ) რადიო, სატელეფონო და საფელდეგერო-საფოსტო კავშირების უზრუნველყოფა სტაციონარულ პირობებში; ე) კავშირგაბმულობის სისტემების მოქმედებებთან დაკავშირებული საინჟინრო და ტექნიკური მითითებების შესრულება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში კავშირგაბმულობის უსაფრთხოების ზომების გატარება და ანალიზი. 5. კავშირგაბმულობის II ასეულის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების მართვა, მათი მიბმა ტაქტიკური დონის სისტემებთან და ამ სისტემების მზადყოფნაში შენარჩუნების კონტროლი; ბ) სტრატეგიული დონის მართვის პუნქტების კავშირგაბმულობის კვანძების მოწყობა დისლოცირებად და სტაციონარულ პირობებში; გ) სამინისტროს სატელეფონო ქსელებისა და სისტემების აგება, მომსახურება და ადმინისტრირება დისლოცირებად პირობებში; დ) რადიო, რადიოსარელეო და სატელეფონო კავშირების უზრუნველყოფა დისლოცირებად პირობებში; ე) კომპეტენციის ფარგლებში კავშირგაბმულობის მიმართულებით უსაფრთხოების ზომების გატარება და ანალიზი; ვ) საჭიროების შემთხვევაში, გენერალური შტაბის მართვის პუნქტზე დაცვისა და თავდაცვის ღონისძიებების გატარება; ზ) კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის დისლოკაციის ადგილის, სარეპიტერო და რადიოსარელეო წერტილების დაცვა.“; გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. უზრუნველყოფის ჯგუფის კომპეტენციაა: ა) კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერა; ბ) კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის სატრანსპორტო, სანივთე, საწვავ-საპოხი მასალების და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებითა და მომსახურებით უზრუნველყოფა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები