დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 04-02/52 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190010000.33.062.016156 |
04-02/52
21/07/2026
ვებგვერდი, 23/07/2026
190010000.33.062.016156
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
|
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №112 ბრძანებისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 17 დეკემბრის №41 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმები თანდართული რედაქციით (დანართი №1, №2, №3, №4). |
| მუხლი 2 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მომზადების მიზნით მხარჯავმა დაწესებულებებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინონ მათი ბიუჯეტის 3, 6 და 9 თვის შესრულების ანგარიშები საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 10 დღის ვადაში, დანართ №2-ის შესაბამისად, ხოლო წლიური შესრულების ანგარიში – საანგარიშო პერიოდის შემდგომი წლის არაუგვიანეს 15 თებერვლისა, დანართი №1, №3 და №4-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 თებერვლის №01/05 ბრძანება. |
| მუხლი 4 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები