„შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 95
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 23/07/2026
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016243
95
23/07/2026
ვებგვერდი, 24/07/2026
040170050.57.069.016243
„შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სსიპ –  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №95

2026 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 

 

„შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31.12.2025, 040170050.57.069.016226) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის „ბაზრის კვლევა დასრულებულია“ მინიჭების შემდგომ, ბაზრის კვლევაში მონაწილე პირთა რაოდენობა, მათი ვინაობა და წინადადებები ცნობილი ხდება შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, აგრეთვე, სააგენტოსთვის – საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 აპრილის №170 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის“ მე-2 მუხლით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის – საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის  №340 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამოცანების მისაღწევად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი ლაცაბიძე