„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 94/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 22/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018873
94/ნ
22/07/2026
ვებგვერდი, 23/07/2026
430210000.22.022.018873
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №94/ნ

2026 წლის 22 ივლისი

ქ.თბილისი

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით (სსმ, №14, 05/02/2010) დამტკიცებულ „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობით ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 31 ივლისის №88/ნ ბრძანებით განსაზღვრული წესით ჩარიცხულ პირს, მობილობის უფლება წარმოეშობა პირობითი სტუდენტის სტატუსის მოპოვების მომდევნო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  ჩარიცხვის  შემდგომ.“.

2. მე-10 მუხლის მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. სტუდენტს, რომელსაც სტატუსი შეჩერებული აქვს იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მიღების უფლება არ აქვს საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილების შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს მობილობის უფლება წარმოეშობა სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად. ამ უფლებით სარგებლობისთვის მან განცხადებით უნდა მიმართოს მართვის სისტემას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე