მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 17/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016774
16
24/07/2026
ვებგვერდი, 27/07/2026
010260020.35.153.016774
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2026 წლის 24 ივლისი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის,  54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №11 დადგენილება (matsne.gov.ge, 08/02/2018, 010260020.35.153.016405).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 17 აგვისტოდან.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი



დანართი

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულების, მშენებლობის უსაფრთხოების, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულებაზე საჯარო ზედამხედველობას, სამშენებლო სამართალდარღვევათა გამოვლენას და სათანადო რეაგირებას, მცხეთის მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების დაცვასა და დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობას, აგრეთვე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობას.

2. სამსახური აგრეთვე განიხილავს საქართველოს კანონის  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​​3 (გარდა საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“  46​​​5, 46​​​6, 172​​​8 და 172​​​​​9  მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), 51​​3, 53​​3, 55-ე, 55​​3, 127​​1 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე მუხლით, საქართველოს კანონის – „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, 46-ე მუხლითა და საქართველოს ორგანული კანონის  „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ადგენს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ან  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და საქართველოს კანონით  „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით. 

3. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებებისაგან:

ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება;

ბ) ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილება;

გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განყოფილება.

მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელი

1.  სამსახურის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისთვის;

ბ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

გ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

დ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ე) უზრუნველყოფს მოხელეებისათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;

ვ) უზრუნველყოფს სამსახურის მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;

ზ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, მოხელეთა პროფესიული განვითარების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

თ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ი) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელს.

3. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

მუხლი 4. განყოფილების ხელმძღვანელი

1. განყოფილების ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილებს საჯარო მოსამსახურეთა შორის;

გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

დ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. განყოფილების ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.

3. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, მერის ბრძანების საფუძველზე, განყოფილების ხელმძღვანელის  უფლება-მოვალეობებს ასრულებს ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოხელე.

მუხლი 5. სამსახურის ფუნქციები 

სამსახური უზრუნველყოფს:

ა) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობას;

ბ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, არქიტექტურულ-სამშენებლო  საქმიანობაზე ზედამხედველობას;

გ) განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის, ვარგისად აღიარებას ან ვარგისად აღიარებაზე უარის თქმას;

დ) სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას;

ე) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გარეშე აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟს;

ვ) საქართველოს კანონის  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 209​​3 (გარდა საქართველოს კანონის  „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“  46​​​5, 46​​​6, 172​​​8 და 172​​​​​9  მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), 51​​3, 53​​3, 55-ე, 55​​3, 64​​2 , 119​​1, 127​​1 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეების განხილვასა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან საჯარიმო ქვითარის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას.

ზ) საქართველოს კანონის  „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლებით  გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების განხილვასა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან საჯარიმო ქვითარის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას.  

თ) საქართველოს ორგანული კანონის  „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვასა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას.

ი) მცხეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის წინადადების წარდგენას ერთჯერადი კონსულტაციისათვის უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლების, სპეციალისტების, ექსპერტების მოწვევის თაობაზე;

კ) მცხეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას;

ლ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების გატარებას.

მუხლი 6. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განხორციელებული/მიმდინარე მშენებლობის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შეუსაბამისობის შემოწმებას, მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; სამშენებლო ობიექტზე შუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, სათანადო რეაგირებისთვის, მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ინფორმირებას;

ბ) მშენებლობის უსაფრთხოებაზე კონტროლს;

გ) განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად    აღიარებას ან ვარგისად აღიარებაზე უარის თქმას;

დ) რეზოლუციის შესაბამისად, კორესპონდენციის განხილვას და საპასუხო წერილების მომზადებას; კომპეტენციის შესაბამისად, სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას, მერის და სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების, ასევე სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.

მუხლი 7. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილების  ფუნქციები

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის მიმდინარეობაზე სრულ მონიტორინგსა და ზედამხედველობას;

ბ) მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეკრულებით დადგენილ პირობებთან შესაბამისობის კონტროლს; შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადის განსაზღვრას და აღნიშნულზე მერის ინფორმირებას;

გ) შესრულებული სამუშაოების ხარისხის ეტაპობრივ კონტროლს; შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, სამშენებლო კომპანიის მიერ წარმოდგენილი შესრულების აქტის დადასტურებას;

დ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და საჯარიმო სანქციების გამოყენების თაობაზე მერისათვის წინადადებების წარდგენას;

ე) ფარული სამუშაოების შესრულებაზე დაკვირვებასა და შესაბამისი აქტის დამოწმებას;

ვ) მიმდინარე სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისობაზე კონტროლს; შესრულებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისობაზე კონტროლს;

ზ) წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების განხილვას და შესაბამის რეაგირებას;

თ) მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე მერის ინფორმირებას;

ი) 50000 ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით შუალედურ და დამთავრებულ მშენებლობებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის: წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების, ფორმა №2-ის, შუალედური და საბოლოო დოკუმენტაციის ანალიზს, შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების მომზადებას და სამსახურის ხელმძღვანელისთვის, აგრეთვე მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის წარდგენას;

კ) 50000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე აკრედიტებული A-ტიპის ინსპექტირების ორგანოების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობას და კონკრეტულ პროექტთან მიმართებით, ამ ორგანოების მუშაობის მინიტორინგს;

ლ) მიმდინარე და შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის აღრიცხვას;

მ) რეზოლუციის შესაბამისად, კორესპონდენციის განხილვას და საპასუხო წერილების მომზადებას; კომპეტენციის შესაბამისად, სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას, მერის და სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების, ასევე სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.

მუხლი 8. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განყოფილების ფუნქციები

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობები, ფასადები, გზის საფარი, გარე განათება, გამწვანებული ტერიტორიები, ვიტრინები, მარკიზები, კომუნიკაციათა ჯიხურები და ჭები;  მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობას) კონტროლს;

ბ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა - მოწესრიგება და სხვა) დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლს;

გ) სამშენებლო სამართალდარღვევათა გამოვლენას და აღნიშნულთან დაკავაშირებით, ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებას. მათ შორის, სათანადო დოკუმენტაციის შედგენას;

დ) უკანონი, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტიკის უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას და მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებას;

ე) მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, დასუფთავების წესების დაცვაზე  ზედამხედველობას;

ვ) ამ დებულების მე-5 მუხლის „ვ“, „ზ“ და „თ“ პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას;  სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, ადგენს  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ან საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და აღნიშნულთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას;

ზ) რეზოლუციის შესაბამისად, კორესპონდენციის განხილვას და საპასუხო წერილების მომზადებას; კომპეტენციის შესაბამისად, სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას, მერის და სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების, ასევე სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.

მუხლი 9. საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობები და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი

1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობები (მათ შორის – განრიგი) მტკიცდება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეს, მის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას, სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მიეცემა სახელფასო დანამატი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 10. დასკვნითი დებულებები 

1.დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.