„მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 მარტის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 მარტის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 17/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016780
22
24/07/2026
ვებგვერდი, 27/07/2026
010250000.35.153.016780
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 მარტის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2026 წლის 24 ივლისი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ “ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 მარტის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა  და „ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის  საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 მარტის №38 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 010250000.35.153.016432, 22/03/2018 წ.), კერძოდ:

1. დადგენილების პირველი მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„დ)  წეროვნის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. წეროვანი, სოფ. სხალტბა, სოფ. ჩარდახი, სოფ. გოროვანი“.

2. დადგენილების პირველი მუხლის  „ღ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 17 აგვისტოდან.

 


მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი