საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/79
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის მინისტრი
მიღების თარიღი 24/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016147
05/79
24/07/2026
ვებგვერდი, 27/07/2026
040030000.22.088.016147
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურის მინისტრი
 

საქართველოს კულტურის მინისტრის

ბრძანება №05/79

2026 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები:
ა) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი (ქართული ვერსია), ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი (ინგლისური ვერსია), ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი, ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე