საქართველოს კულტურის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კულტურის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/80
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის მინისტრი
მიღების თარიღი 24/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.088.016148
05/80
24/07/2026
ვებგვერდი, 27/07/2026
010020000.22.088.016148
საქართველოს კულტურის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურის მინისტრი
 

საქართველოს კულტურის მინისტრის

ბრძანებ №05/80

2026 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს კულტურის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) საქართველოს კულტურის სამინისტროს ემბლემა, შენობის აბრა, ბანერი და საზოგადოებასთან ურთიერთობების სხვა საშუალება დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) საქართველოს კულტურის სამინისტროს მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი დანართი №2-ის შესაბამისად;

გ) საქართველოს კულტურის სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი დანართი №3-ის შესაბამისად;

დ) საქართველოს კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი დანართი №4-ის შესაბამისად.

მუხლი 2
საქართველოს კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე