დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 97/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430060000.22.022.018876 |
|
„პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის №46/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/03/2019; სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.017670) დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1):
1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აკრედიტაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს ცენტრის ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (შემდგომ – მთავრობის ადმინისტრაცია) თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცენტრში/მთავრობის ადმინისტრაციაში დასაქმებულია 3 თვეზე ნაკლები ვადით, კონკრეტული მოცულობის საექსპერტო სამუშაოს შესასრულებლად.“. 2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.“; 3. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი: „12. საბჭოს წევრების მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.“. 4. მე-17 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. საბჭო შედგება მინიმუმ 5 წევრისგან, რომელთაგან ერთი წევრი არის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ხოლო სხვა წევრები შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები, აკადემიური წრის ან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საბჭოს წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ერთი თვის ვადაში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.“. 5. მე-19 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ცენტრი აკრედიტებული პროგრამების შესახებ ინფორმაციას აწვდის მთავრობის ადმინისტრაციას აკრედიტაციის მინიჭებიდან ერთი კვირის ვადაში, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების მიზნით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები