ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 14/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.114.016566
14
24/07/2026
ვებგვერდი, 28/07/2026
010250050.35.114.016566
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2026 წლის 24 ივლისი

დაბა ჩოხატაური

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. .
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად (თან ერთვის).

მუხლი 2. .
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის №13 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 31/05/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.114.016472).

მუხლი 3. .
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 14 აგვისტოდან.


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერი ბერძენიშვილი



დანართი

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულება

.

მუხლი 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდობის  სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულია მისი სტატუსი, ფუნქციები, სისტემა და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის წინაშე.


მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, მუნიციპალური პროგრამების და პროექტების, შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) მუნიციპალური საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული, სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის კოორდინაციას, თანამშრომლობას, ერთობლივი

პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული დაწესებულებების სტრუქტურული მოწყობის, საშტატო ორგანიზების, ადამიანური რესურსების მართვისა და საკადრო პოლიტიკის საკითხებზე მეთოდური, საკონსულტაციო და ორგანიზაციული დახმარების გაწევა.

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაცია, სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო და სპორტული განათლების დაწესებულებათა მუშაობის კოორდინაცია და კონტროლი (სამუშაო პროცესზე, პროგრამების გახორციელებაზე);

დ) მუნიციპალურ პროგრამებში ახალგაზრდების მიზნობრივი ჩართულობის, პრიორიტეტული საკითხების გამოვლენა-დაგეგმვის კოორდინაციას, რაც მორგებული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე;

ე) სპორტისა და კონკრეტული სახეობების ტრადიციების შენარჩუნების, დაცვის, არსებული პრობლემების დაძლევისა და სპორტის ძირითადი მიმართულებების განვითარების პროექტის შემუშავება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ვ) მასობრივ-გამაჯანსაღებელ და სპორტულ ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავება;

ზ)  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების, მათი ატესტაციისა და პროფესიული დონის განსაზღვრის ხელშეწყობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, სპორტული ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;

ი) ადგილობრივი, ეროვნული თუ საერთაშორისო კულტურული, სპორტული ღონისძიებების, სხვადასხვა ფესტივალის, გაცვლითი პროგრამების, გამოფენების, კონკურსების, სპორტული ტურნირებისა თუ შეჯიბრებების, სხვადასხვა ბანაკებისა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილე ჯგუფთა თუ ინდივიდუალურ შემსრულებელთა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;

კ) ქვეყნის მასშტაბით გამოჩენილ ადამიანებთან – მწერლებთან, დრამატურგებთან, მეცნიერებთან, სპორტსმენებთან, შემოქმედებით ჯგუფებთან, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, ორგანიზაციებთან თანამშრომლობას მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის და მოქალაქეთა კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის სფეროში მათი ინფორმირებულობის და მომზადების დონის ამაღლების მიზნით;

ლ) სამსახურის სამოღვაწეო არეალში არსებული კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და საინფორმაციო ბაზის შექმნა;

მ) მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით სამსახური თანამშრომლობს საზღვარგარეთის ანალოგიური ტიპის ორგანიზაციებთან, საქმიანობისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით.


მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), სამსახურის თანამშრომლების – საჯარო მოსამსახურეებისგან (პროფესიული საჯარო მოხელეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები).

მუხლი 4. სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული  ფუნქციების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე;

ბ) უზრუნველყოფს სამსახურის პრეროგატივით განსაზღვრული საკითხების მოწესრიგებას;

გ) უშუალო ხელმძღვანელობას უწევს თანამშრომლებს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების საქმეში;

დ) მონაწილეობას იღებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელმწიფო კულტურული პროგრამების შესასრულებლად გამოყოფილი იმ თანხების რაოდენობის განსაზღვრაში, რომელიც ნაწილდება კულტურული პროგრამების მიხედვით, სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით;

ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ვ) მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს,  დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ზ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას;      

თ) მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის ბრძანებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი სპეციალისტი.


მუხლი 5. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები
1. სამსახურის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებით, სამუშაოთა აღწერილობითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.

2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი, მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;

ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული მოვალეობანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.


მუხლი 6. სამსახურის დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა
სამსახურის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესის შესაბამისად.