„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.139.016607
11
24/07/2026
ვებგვერდი, 27/07/2026
010250000.35.139.016607
„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2026 წლის 24 ივლისი

ქ. ბორჯომი

„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 მაისის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250000.35.139.016576, 23/05/2025) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის – ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭოს დებულების:

1. მე-3 მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და სხვა წევრებისგან. საბჭოს წევრთა რაოდენობაა 21.

2. საბჭოს თავმჯდომარედ საბჭოს შემადგენლობიდან აირჩევა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.“

2. მე-4 მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედქციით:

„1. საბჭოს სხდომებს იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგითი სხდომა ტარდება წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.“

„4. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს უხუცესი წევრი.“

3. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს 71 მუხლი:

„71. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

1. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე საბჭოს უფლებამოსილების ვადით აირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან.

2. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში და ასრულებს მის სხვა უფლებამოსილებებს.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ფერაძე