დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 24/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.34.059.016076 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 88-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 90-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-14 მუხლისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, შესაბამისად,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს უსკოს თავმჯდომარის/წევრის შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხები დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისის 2020 წლის 18 აგვისტოს №2 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 19/08/2020 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016057)
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი
შეუთავსებლობის საკითხები |
მუხლი 1. შეუთავსებლობის საკითხების რეგულირების საფუძვლები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (შემდგომ – უმაღლესი საბჭო) მიერ არჩეულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (შემდგომ – უსკო) თავმჯდომარისა და წევრების, შრომითი ურთიერთობებისა და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხები განისაზღვრება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით და ამ დადგენილებით. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ დადგენილების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) უსკოს თავმჯდომარე/წევრი უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უსკოს თავმჯდომარე/წევრი; ბ) შრომის ანაზღაურება – თანამდებობრივი სარგო, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო. მუხლი 3. არჩევის და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი უსკოს თავმჯდომარის/წევრის არჩევის და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი დადგენილია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით. მუხლი 4. უფლებამოსილების ვადა 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით უსკოს თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. 2. უსკოს თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება უსკოს თავმჯდომარის/წევრის არჩევის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღებისთანავე, თუ იმავე დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. უსკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას. 4. უსკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლებამოსილება უწყდება უსკოს თავმჯდომარის/წევრის არჩევისთანავე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 5. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება 1. უსკოს თავმჯდომარის/წევრის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს მის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან. 2. უსკოს თავმჯდომარის/წევრის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება: ა) უსკოს თავმჯდომარის/წევრის შვებულების დროს; ბ) უსკოს თავმჯდომარის/წევრის დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე; გ) უსკოს თავმჯდომარის/წევრის წვევანდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ უსკოს თავმჯდომარეს/წევრს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უსკოს თავმჯდომარის/წევრის დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, აგრეთვე უსკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უსკოს წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე; ე) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში უსკოს თავმჯდომარის/წევრის მოთავსებისას, თუ უსკოს თავმჯდომარეს/წევრს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა. ამ შემთხვევაში უსკოსათვის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება უსკოს თავმჯდომარის/წევრისთვის მომსახურების გამწევ ორგანიზაციას; ვ) კანონმდებლობის შესაბამისად ან მის საფუძველზე, უსკოს თავმჯდომარის/წევრის დროებით გათავისუფლების სხვა შემთხვევაში. 3. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში უსკოს თავმჯდომარეს/წევრს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უსკოს წევრისათვის შრომის ანაზღაურების შენარჩუნების საკითხს წყვეტს უსკოს თავმჯდომარე. 5. უსკოს თავმჯდომარის/წევრის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გამოიცემა უსკოს თავმჯდომარის ბრძანება. მუხლი 6. სამუშაო პირობების შექმნა 1. უსკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლებამოსილების განსახორციელებლად უსკოს შენობაში გამოეყოფა სამუშაო ფართი, ავეჯი, ორგანიზაციულ-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებები. 2. უსკოს თავმჯდომარის/წევრის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯები ანაზღაურდება უსკოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით. მუხლი 7. შრომის ანაზღაურება 1. უსკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლება აქვს, კომისიაში არჩევის დღიდან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის დღემდე მიიღოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება. 2. შრომის ანაზღაურება უსკოს თავმჯდომარეს/წევრს ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 3. საარჩევნო პერიოდში უსკოს თავმჯდომარეს/წევრს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეძლევა თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა. 4. უსკოს თავმჯდომარეს/წევრს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო. 5. უსკოს თავმჯდომარის/წევრის თანამდებობრივი სარგოს ოდენობას განსაზღვრავს უსკო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 8. სახელფასო დანამატი უსკოს თავმჯდომარეს/წევრს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელფასო დანამატი შეიძლება მიეცეს მხოლოდ საარჩევნო პერიოდში ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის. მუხლი 9. სამუშაო დრო და დასვენების დრო 1. უსკოს თავმჯდომარის/წევრის სამუშაო დრო არის კალენდარული დროის ნაწილი, რომლის განმავლობაშიც უსკოს წევრი ახორციელებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას. 2. უსკოს თავმჯდომარის/წევრის სამუშაო და დასვენების დრო განისაზღვრება კანონმდებლობით. 3. საარჩევნო პერიოდში უსკოს თავმჯდომარის/წევრის მუშაობის პერიოდულობა და სამუშაო დღის ხანგრძლივობა განისაზღვრება უსკოს რეგლამენტით და უსკოს შინაგანაწესით. მუხლი 10. შვებულება 1. უსკოს თავმჯდომარის/წევრისთვის დადგენილია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით. 2. უსკოს თავმჯდომარეს/წევრს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა წევრად არჩევიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უსკოს თავმჯდომარის თანხმობით უსკოს წევრს შვებულება შეიძლება ამ ვადის გასვლამდეც მიეცეს. უსკოს წევრად არჩევის მეორე წლიდან უსკოს წევრს შვებულება სამუშაო წლის ნებისმიერ დროს მიეცემა, გარდა საარჩევნო პერიოდისა. 3. უსკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულება ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს. 4. უსკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს. ამ შემთხვევაში შვებულების პერიოდულობა უსკოს თავმჯდომარესთან უნდა შეთანხმდეს. 5. უსკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა თუ ეს არ ეწინააღმდეგება უსკოს ინტერესებს. მუხლი 11. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო უსკოს თავმჯდომარის/წევრის შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 12. მივლინება 1. უსკოს თავმჯდომარის/წევრის მივლინების საკითხები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად. 2. უსკოს თავმჯდომარეს/წევრს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები აუნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. უსკოს თავმჯდომარეს/წევრს სამსახურებრივი მივლინების პერიოდში უნარჩუნდება თანამდებობა და შრომის ანაზღაურება. მუხლი 13. სამსახურებრივი მოვალეობის კანონიერად შესრულება უსკოს თავმჯდომარე/წევრი ვალდებულია დაიცვას საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობა, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციას. მუხლი 14. გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპის დაცვის ვალდებულება უსკოს თავმჯდომარე/წევრი ვალდებულია: ა) საქმიანობა გამჭვირვალედ და ღიად განახორციელოს; ბ) გამჟღავნებისაგან დაიცვას სხვისი პერსონალური მონაცემები, სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, რომლებიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გახდა ცნობილი; გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია მხოლოდ კანონით განსაზღვრული მიზნით გამოიყენოს. მუხლი 15. საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ვალდებულება უსკოს თავმჯდომარე/წევრი ვალდებულია როგორც უფლებამოსილების განხორციელებისას, ისე უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, სხვა პირის ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომლებიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გახდა ცნობილი. მუხლი 16. სამსახურებრივი უფლებამოსილების ეკონომიურად და ეფექტიანად განხორციელება 1. უსკოს თავმჯდომარე/წევრი ვალდებულია მისთვის მინდობილი უსკოს ბალანსზე რიცხული ქონება და სხვა რესურსები გამოიყენოს მიზნობრივად, ეკონომიურად და ეფექტურად, აგრეთვე უზრუნველყოს მათი დაცვა და სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნება. 2. უსკოს თავმჯდომარე/წევრი ვალდებულია შვებულებაში გასვლამდე ან უფლებამოსილების შეწყვეტამდე, საჭიროების შემთხვევაში, მისთვის მინდობილი უსკოს ბალანსზე რიცხული ქონების დაბრუნების მიზნით მიმართოს უსკოს აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსს, რომელიც ვალდებულია ჩაიბაროს აღნიშნული ქონება. მუხლი 17. ინტერესთა/თანამდებობრივი შეუთავსებლობა და ქცევის წესები 1. უსკოს თავმჯდომარის/წევრის ინტერესთა/თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები რეგულირდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. უსკოს თავმჯდომარის/წევრის ქცევის წესები განისაზღვრება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსით. მუხლი 18. სამსახურის სტაჟი 1. სამსახურის სტაჟი მოიცავს უსკოს თავმჯდომარის/წევრის უსკოში საქმიანობის პერიოდს. 2. უსკოს თავმჯდომარის/წევრის სამსახურის სტაჟის დამადასტურებელ ცნობას გასცემს უსკოს თავმჯდომარე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები