„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ზოგიერთი პირობის დადგენის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.017752
96
24/07/2026
ვებგვერდი, 27/07/2026
040030000.22.034.017752
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ზოგიერთი პირობის დადგენის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ზოგიერთი პირობის დადგენის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №96

2026 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ზოგიერთი პირობის დადგენის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. თელავის მუნიციპალიტეტში 2026 წლის 12 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგული ან დაზიანებული „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ღ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) (შემდგომ − რეგისტრაციის ნომერი) ან/და დროებითი სანომრე ნიშნის აღდგენისას/გაცემისას, დაინტერესებული პირი ერთჯერადად თავისუფლდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე“, „ე8“, „ვ“, „ვ1“, „ვ2“, „ზ“, „ზ1“, „ზ4“ და „უ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე, ამავე მუხლის შენიშვნის 52 პუნქტით გათვალისწინებული დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის ან/და დროებითი სანომრე ნიშნის ან/და ტრანზიტული ნომრის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის აღდგენის/გაცემის საფასურისგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისაგან დაინტერესებული პირი თავისუფლდება, თუ:

ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (შემდგომ − სააგენტო) წარდგენილი განცხადებით დასტურდება, რომ რეგისტრაციის ნომერი ან/და დროებითი სანომრე ნიშანი დაიკარგა ან დაზიანდა თელავის მუნიციპალიტეტში 2026 წლის 12 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად;

ბ) სააგენტოში წარდგენილია დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის ან/და დროებითი სანომრე ნიშნის აღდგენისთვის/გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევა მოთხოვნილია 2026 წლის 24 აგვისტომდე.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისულხან თამაზაშვილი