დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 24/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.34.059.016077 |
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 88-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 90-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-14 მუხლისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, შესაბამისად,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
დანართის შესაბამისად განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალი, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №4 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29/08/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016053). |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საარჩევნო ადმინისტრაციის იმ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი
|
| ||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები