არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ

არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 24/07/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016078
4
24/07/2026
ვებგვერდი, 27/07/2026
010220020.34.059.016078
არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
 

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №4

2026 წლის 24 ივლისი

ქ. ბათუმი

 

არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის, 88-ე მუხლის მე-4 პუნქტის და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-14 მუხლის  შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპაატა კეშელავა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანიტარიელ გოგიტიძე



დანართი

 

არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს

საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის

რეგისტრაციის წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ამ წესის მიზანს წარმოადგენს არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის პროცედურების განსაზღვრა.

2. არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის მიზნით განცხადების წარდგენა შესაძლებელია სამუშაო დღის 18:00 საათამდე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არასაარჩევნო პერიოდი – კალენდარული წელი, გარდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განსაზღვრული საარჩევნო პერიოდისა;

ბ) კალენდარული წელი – დროის მონაკვეთი რეგისტრაციის თარიღიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია – უსკო;

დ) საარჩევნო სუბიექტი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბოლო არჩევნებისას რეგისტრირებული პარტია.

მუხლი 3. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაცია

1. ამ დადგენილებით განსაზღვრულმა საარჩევნო სუბიექტმა უსკოში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს.

2. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, რასაც უსკოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ამოწმებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში. ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ განცხადებას უნდა ერთვოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

3. უსკოს თავმჯდომარე ვალდებულია უსკოში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში განკარგულებით რეგისტრაციაში გაატაროს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და გასცეს წარმომადგენლის მოწმობა, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

მუხლი 4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის მოქმედების ვადა და ფორმა

1. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის მოქმედების ვადაა ერთი კალენდარული წელი.

2. საარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის მოქმედება ჩერდება და მისი მოქმედება განახლდება საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის მოქმედების ვადით.

3. საარჩევნო წელს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნამდე რეგისტრაციის შემთხვევაში ჩერდება ამავე საარჩევნო სუბიექტის მიერ, ამ დადგენილების შესაბამისად, უსკოში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის მოქმედება და განახლდება საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის მოქმედების ვადით.

4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის ფორმა მტკიცდება უსკოს განკარგულებით და ძალაშია საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან/საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად.

5. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში ამ დადგენილებით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს უსკოს. ახალი მოწმობის გაცემის საკითხი განიხილება 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 5. საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრება და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება

1. არასაარჩევნო პერიოდში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს მხოლოდ ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით საარჩევნო სუბიექტის მიერ დანიშნულმა და უსკოში რეგისტრირებულმა წარმომადგენელმა.

2. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ უსკოში, ამ დადგენილების შესაბამისად.

3. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, არასაარჩევნო პერიოდში უსკოში დანიშნოს  არაუმეტეს ორი წარმომადგენელი. უსკოში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში.

4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს.

5. საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ ერთ წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს უსკოს სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე ისარგებლოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი სხვა უფლებებით.

მუხლი 6. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დანიშვნა/შეცვლა/უფლებამოსილების შეწყვეტა

1. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დანიშნოს/გამოიწვიოს/შეცვალოს თავისი წარმომადგენელი.

2. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმომადგენლის დანიშვნა/გამოწვევა/შეცვლა შესაძლებელია ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, ამ წესით განსაზღვრული პროცედურების გათვალისწინებით.

3. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის ცვლილების შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია აცნობოს უსკოს თავმჯდომარეს, რის თაობაზეც 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში უსკოს თავმჯდომარე გამოსცემს შესაბამის განკარგულებას.