დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 347 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025896 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003.017666) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირი − პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოპოვებული აქვს ხეტყის დამზადების მიზნით სახელმწიფო ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხეტყის წარმოშობის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხეტყის კანონიერ წარმოშობას, დადგენილი წესით ივსება ხეტყის დამზადების ადგილზე, ხეტყის მორთრევის შემთხვევაში – ხეტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის ადგილზე, სააგენტოს ან ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ხეტყის დახარისხების შემთხვევაში − დახარისხების ადგილზე, ათვისებული ხეტყის ნარჩენის გამოტანის შემთხვევაში − სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის ადგილზე, ხეტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე.“; ბ) 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „27. სოციალური ჭრისა და ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ განხორციელებული ჭრის შემთხვევაში, შესაბამისი მართვის ორგანოს მიერ ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაუქმებისა და ახალი დოკუმენტის გამოწერის თაობაზე ეცნობება ხეტყით მოსარგებლეს, რომელსაც მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე გადაეცემა ხეტყის წარმოშობის ახალი დოკუმენტი.“. 3. მე-6 მუხლის „21“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ სპეციალურად მოწყობილი დასაწყობების ადგილებიდან (მათ შორის, საქმიანი ეზოებიდან) ხეტყით სარგებლობის ბილეთის საფუძველზე გაცემულ საშეშე მერქნულ რესურსზე შესაბამისი წარმოშობის დოკუმენტის დამატებით გაცემა არ ხდება და მისი ტრანსპორტირების საფუძველია მხოლოდ ზედნადები ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტი, სადაც გარდა ყველა საჭირო ინფორმაციის მითითებისა, ასევე „ტრანსპორტირების დასრულების მისამართის“ ველში უნდა აისახოს ხეტყით სარგებლობის ბილეთში მითითებული ხეტყით მოსარგებლის მისამართი. სპეციალურად მოწყობილი დასაწყობების ადგილებიდან (მათ შორის, საქმიანი ეზოებიდან) საშეშე მერქნული რესურსის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების (მიტანის) ვადაა 12 საათი და ასეთი რესურსის ტრანსპორტირებაზე არ ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით გათვალისწინებული წესები.“. 4. მე-6 მუხლის: ა) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის რეკვიზიტებში ასახული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს; ბ) მე-5 პუნქტს „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: დ) ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-7 რეკვიზიტში − „დანიშნულების ადგილი“ − უნდა მიეთითოს ხეტყის დამზადების ბილეთში მითითებული ხეტყით მოსარგებლის მისამართი.“. 5. მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე), ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც შეწყვეტილი აქვს სახელმწიფო ტყის სტატუსი (მათ შორის, სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის საზღვრებს გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე), განხორციელებული ჭრების, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში განხორციელებული ჭრებისა და საქართველოს ტყის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ და ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებულ ხეტყესა და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) ტყის მართვის ორგანოს მიერ მოპოვებულ ძირნაყარ მერქნულ რესურსზე ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა;“. 6. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე), ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც შეწყვეტილი აქვს სახელმწიფო ტყის სტატუსი (მათ შორის, სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე), განხორციელებული ჭრების, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში განხორციელებული ჭრებისა და საქართველოს ტყის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული ტყის მართვის ორგანოს მიერ და ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებულ ხეტყესა და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) ტყის მართვის ორგანოს მიერ მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსის ტრანსპორტირების დაწყებამდე სავალდებულოა ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ფირნიშებით მარკირება ამ მუხლით დადგენილი წესით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში და ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ჭრების განხორციელებისას მოპოვებულ ხეტყეზე ხეტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ფირნიშებით მარკირება განხორციელდება განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში ჭრების განმახორციელებელი პირისა და ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ტყის მართვის ორგანოსათვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სადაც მიეთითება მოპოვებული რესურსის მოცულობა (სახეობების) ჯიშების მიხედვით, ხეტყის განთავსების ადგილი.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე), ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც შეწყვეტილი აქვს სახელმწიფო ტყის სტატუსი (მათ შორის, სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე), განხორციელებული ჭრებისა, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში და ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებულ ხეტყეზე ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ფირნიშებით მარკირების მიზნით, დაინტერესებული პირი მიმართავს შესაბამის ტყის მართვის ორგანოს.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები