„ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 355
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2027
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025904
355
27/07/2026
ვებგვერდი, 28/07/2026
300160070.10.003.025904
„ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №355

2026 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის  ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2014, 300160070.10.003.017586) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ტექნიკური რეგლამენტი „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების (ნახევარმისაბმელების) ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (შემდგომში – ECMT) კვოტების სისტემაში გამოყენებისათვის „EURO V უსაფრთხო“, „EEV უსაფრთხო“, „EURO VI  უსაფრთხო“, „ZEV“ და სხვა მრავალმხრივი ან ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით: „EURO III უსაფრთხო“, „EURO IV უსაფრთხო“, „EURO V უსაფრთხო“, „EEV უსაფრთხო“, „EURO VI უსაფრთხო“, „ZEV“ სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის, მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის, ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ის სერტიფიკატების გამცემ ორგანოებს, სერტიფიკატის გაცემის, გამოცვლის, გაუქმების, გამოყენების პირობებს.“;

ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სატრანსპორტო საშუალების მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) 2027 წლის იანვრის მომხმარებლის სახელმძღვანელოს „ECMT-ის მრავალმხრივი კვოტა“ №4, №5, №6, №9 და №10 დანართებით განსაზღვრული  ECMT-ის  სერტიფიკატის ფორმები, რომლებიც მოყვანილია ამ წესის №1, №2, №3, №4 და №5 დანართებში.“;

გ) 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. „EURO IV უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისათვის უნდა იქნეს გამოყენებული ამ წესის №8 დანართით განსაზღვრული სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ის სერტიფიკატის ფორმა.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) „EURO III უსაფრთხო“, „EURO IV უსაფრთხო“, „EURO V უსაფრთხო“, „EEV უსაფრთხო“, „EURO VI უსაფრთხოან „ZEV“ სატვირთო ავტომობილი (შემდგომშისატვირთო ავტომობილი) – ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ტექნიკური მდგომარეობა შეესატყვისება გაეროს (UN)/გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესების და/ან ევროკავშირის დირექტივების დებულებებით მისთვის განსაზღვრულ ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოებისა და გზისთვის ვარგისობის მოთხოვნებს;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატს (ნიმუში ქართულ ენაზე მოცემულია №1, №2, №6, №8 დანართებში („EURO III უსაფრთხო“, „EURO IV უსაფრთხო“, „EURO V უსაფრთხო“, „EEV უსაფრთხო“, „EURO VI უსაფრთხო“, „ZEV“ სატვირთო ავტომობილისათვის) და/ან მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატს (ნიმუში ქართულ ენაზე მოცემულია №3, №4 დანართებში) ავსებენ და გასცემენ ან:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ან მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სერტიფიკატში უნდა მიუთითოს მწარმოებლის დასახელება, რომელსაც ის წარმოადგენს;      

ბ) სააგენტო – იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არ არის ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენლობა;

გ) სააგენტო და ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ან საქართველოში მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ერთობლივად – იმ შემთხვევაში, როცა ყველა მოწყობილობა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მისი მწარმოებლის მიერ არ არის დამონტაჟებული.“.

4. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინსპექტირების ცენტრი ჩატარებული სამუშაოების შედეგებს აფორმებს შესაბამისი ოქმ(ებ)ით (დანართები: №11, №21, №31, №41, №51, №61, №81) და გასცემს მათ განმცხადებელზე. ოქმ(ებ)ის ასლები ინახება ინსპექტირების ცენტრში.

3. ინსპექტირების ცენტრი, ავტოსატრანსპორტო  საშუალების გზისთვის ვარგისობის ტესტირების ოქმთან (ოქმებთან) ერთად, განმცხადებელზე აგრეთვე გასცემს ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიშს.“.

5. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული სატვირთო ავტომობილის ECMT-ის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმის დედანი (დანართები: №11, №21, №61, №81);“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ECMT სერტიფიკატის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განცხადების შესაბამისად, ივსება დადგენილი ფორმის ECMT სერტიფიკატ(ებ)ი (დანართები: №1, №2, №3, №4, №5, №6, №8) ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე (სერტიფიკატი შეიძლება, იყოს შევსებული, ბეჭედდარტყმული და ხელმოწერილი ხელით ან ელექტრონულად). სერტიფიკატ(ებ)ი რეგისტრირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში, ხოლო მათი ასლები ინახება სააგენტოში. ECMT სერტიფიკატს აქვს სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც შედგება არაბული ციფრებისაგან და იგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში რეგისტრირებული სერტიფიკატის რიგითი ნომრის იდენტურია.“.

6. მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი – ღია მწვანე A4 ფორმატის ქაღალდზე, ბეჭდით ფურცლის ორივე გვერდზე (დანართები: №1, №2, №6, №8);“.

7. დანართები: №1, №11, 2, 21, 3, 31, 4 და 41 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე