დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.113.016566 |
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის №"13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2025, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.113.016543) და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 9. დღის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02) პროგრამა ითვალისწინებს: 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსებას, რომლებიც სარგებლობენ სოციალური ადაპტაციის ფარგლებში დღის ცენტრის მომსახურებით, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 120 001-მდეა. 2. პროგრამის მიზანია ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა უფლებების (შემდგომში – მოსარგებლე) დაცვა და რეალიზება ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. 3. დღის ცენტრის - შემდგომში პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის დაფინანსება ხორციელდება ყოველთვიურად, ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 200 ლარისა, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ, ერთ ბენეფიციარზე გათვლილი გაწეული მომსახურების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. 4. პროგრამა უზრუნველყოფს დღის ცენტრით მოსარგებლე ბენეფიციართათვის, საკურორტო სეზონზე წლის განმავლობაში ერთჯერადად არაუმეტეს 525 ლარით დასვენების თანადაფინანსებას, რომელიც ხორციელდება მომსახურების გამწევი დაწესებულების პირად ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. 5. პროგრამით სარგებლობისათვის პროგრამის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ორგანიზაციის იურიდიული რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) ორგანიზაციის მიერ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებლად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის შესაბამისი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; დ) პროგრამის განხორციელების ორგანიზაციული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორგანიზაციის გამოცდილება); ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. 6. პროგრამით სარგებლობისათვის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია: ა) არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა ერთიან რეესტრში; ბ) სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფარგლებში არ უნდა იყოს დაჯარიმებული საქმიანობის არაჯეროვანი შესრულებისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში; გ) არ უნდა გააჩნდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე ფინანსური ან სხვაგვარი შეუსრულებელი ვალდებულებები.“. 2. მე-11 მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ.დ) ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში დაფინანსდება არაუმეტეს 70 ბენეფიციარი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები